„ენერგეტიკის მინისტრმა გამოთქვა მზადყოფნა, წარმდგარიყო ნდობის ჯგუფის წინაშე, თუმცა, უმცირესობის მხრიდან ამას რეაგირება არ მოჰყვა“- კობახიძე
პოლიტიკა - 16:04, 20 Sep, 2017     1121
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე საპარლამენტო უმცირესობას პასუხობს და აღნიშნავს, რომ ენერგეტიკის ყოფილი მინისტრმა კახა კალაძემ გამოთქვა მზადყოფნა წარმდგარიყო ნდობის ჯგუფის წინაშე მაგრამ პოზიციის მხრიდან ამას რეაგირება არ მოყოლია.

„გამოვეხმაურები საყვედურს ყოფილი ენერგეტიკის მინისტრის მიმართ. მე ვფიქრობ, რომ ეს საყვედური არ არის სამართლიანი. მე, პირადად, შუამავლის როლი შევასრულე საპარლამენტო უმცირესობასა და მაშინდელ ენერგეტიკის მინისტრს შორის და ვთხოვე მას მოსვლა საქართველოს პარლამენტში, იმისთვის, რომ განხილულიყო გაზპრომის საკითხი და ამაზე მივიღეთ დადებითი პასუხი. კერძოდ, ბატონმა კახი კალაძემ გამოთქვა მზადყოფნა, რომ ნდობის ჯგუფის წინაშე წარმდგარიყო და მოეხსენებინა დეტალები ხელშეკრულების. ხელშეკრულება შეიცავს საიდუმლო ნაწილს, აქედან გამომდინარე, მას მიაჩნდა, რომ ღია სხდომაზე აზრს იყო მოკლებული ასეთი განხილვა. იყო მზადყოფნა გამოხატული, რომ ის დასწრებოდა ნდობის ჯგუფის სხდომას. არგუმენტი იყო მარტივი. გამომდინარე იქიდან, რომ საიდუმლო ნაწილს შეიცავს გაზპრომის ხელშეკრულება, ამ ნაწილის გარეშე აზრი ეკარგებოდა დებატებს, დისკუსიას, მსჯელობას, შესაბამისად, სწორი ფორმატი სადაც შეიძლებოდა საიდუმლო ნაწილის განხილვა იყო ნდობის ჯგუფის ფორმატი და ეს იყო მისი მხრიდან შემოთავაზებული,“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარე პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციების გაძლიერებას და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების პარლამენტთან კომუნიკაციის საკითხებსაც შეეხო.

„რაც შეეხება აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების კომუნიკაციას პარლამენტთან, მათ შორის, საპარლამენტო უმცირესობასთან, ამ კუთხით, გეთანხმებით, რომ გვაქვს ჩვენ გარკვეული ხარვეზები, რომლებიც საჭიროებს გამოსწორებას.

რაც შეეხება საზედამხედველო ფუნქციებს, აბსოლუტურად ვიზიარებ იმას, რომ ამ კუთხით ბევრი რამ არის გასაუმჯობესებელი და ეს არის დამოკიდებული დიდწილად ჩვენს თანამშრომლობაზე. საპარლამენტო უმრავლესობის და უმცირესობის, პარლამენტის ხელმძღვანელობის და საპარლამენტო უმცირესობის თანამშრომლობაზე.

მე არაერთხელ გამოვხატე ამასთან დაკავშირებით ჩემი მზადყოფნა, კიდევ ერთხელ შემიძლია დავადასტურო როგორც კონკრეტულ საკითხებთან მიმართებით, ისე, ზოგადად. ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ სიღრმისეულად ეს საკითხი და ერთად დავსახოთ ვითარების გაუმჯობესების გზები. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს ყველაფერი არის დამოკიდებული ჩვენს ეფექტიან თანამშრომლობაზე,“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42