ნიკა მაჭუტაძის განცხადებით, ადამიანები, რომლებმაც პროკურატურას საჩივრით მიმართეს, საეჭვო რეპუტაცია აქვთ.
„სამწუხაროდ პროკურატურა, რომელიც უდნა შეისწავლიდეს საქართველოში არსებული რეალური დანაშაულების შინაარსებს, დაკავებულია ასეთ ბინძური ცილისმწამებლური შეკვეთების შედეგად გამოძიების დაწყებით. რა საკვირველია ეს არის პიროვნული და პოლიტიკური შურისძიება პაატა ბურჭულაძის წინააღმდეგ, რომელსაც ახორციელებს ივანიშვილის დაკვეთით საქართველოს ხელისუფლების სხვადასხვა შტოები,“-განაცხადა ნიკა მაჭუტაძემ.
საკითხზე განცხადება გაკეთდა "ნაციონალურ მოძრაობაშიც" რომან გოცირიძე თვლის, რომ საგამოძიებო მოქმედებების დაწყება პაატა ბურჭულაძის დისკრედიტაციას ემსახურება.
„ჯერ რაღაც ფილმის გადაღება, შემდეგ ანტიპიარის შექმნა, შემდეგ 20/30-ის სატელიტი ორგანიზაციის ერთ-ერთი წარმომადგენლის პროკურატურაში საბუთების შეტანა და შემდეგ მომენტალური რეაგირება პროკურატურის მხრიდან, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს იყო წინასწარ დაგეგმილი, რომლის ერთადერთი მიზანი არის პაატა ბურჭულაძის დისკრედიტაცია,“-აცხადებს რომან გოცირიძე.
მასალის გამოყენების პირობები






