საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორაგნოს თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარლამენტთან და მათ შორის საპარლამენტო უმცირესობასთან აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან კომუნიკაციის მიმართულებით გარკვეული ხარვეზები არსებობს. მისივე თქმით ამ ყოველივეს გამოსწორება სჭირდება.
დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ირაკლი კობახიძე, საკანონმდებლო ორგანოში ენერგეტიკის ყოფილი მინისტრის კახა კალაძის დაბარების საკითხს გამოეხმაურა:
„რაც შეეხება აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების კომუნიკაციას პარლამენტთან, მათ შორის საპარლამენტო უმცირესობასთან, გეთანხმებით, რომ ამ კუთხით გარკვეული ხარვეზები გვაქვს, რაც გამოსწორებას საჭიროებს. ამასთან, გეტყვით, რომ კახი კალაძის მიმართ საყვედური სამართლიანი არ არის, რადგან უმცირესობასა და მაშინდელ ენერგეტიკის მინისტრს შორის შუამავლის როლი შევასრულე და მას პარლამენტში მოსვლა ვთხოვე, რათა „გაზპრომის“ საკითხი განხილულიყო. მისგან დადებითი პასუხი მივიღე. კალაძემ მზადყოფნა გამოთქვა, რომ ნდობის ჯგუფში წარმდგარიყო და ხელშეკრულების თაობაზე დეტალები მოეხსენებინა. ხელშეკრულება საიდუმლო ნაწილს შეიცავს და მას მიაჩნდა, რომ ღია სხდომაზე ასეთი განხილვა არ უნდა მომხდარიყო. შესაბამისად, ენერგეტიკის მინისტრმა მზადყოფნა გამოთქვა, ნდობის ჯგუფში წარმდგარიყო. ეს უმცირესობის ლიდერს შევთავაზე და მასთან პირადად მქონდა საუბარი, თუმცა ასეთი სურვილი არ გამოითქვა. სურვილი იყო, უმცირესობის სხდომაზე მისულიყო“, - აღნიშნა კობახიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






