,,სახელმწიფო სახსრების გაფლანგვა და კორუფციული სისტემა“ - ჯეჯელავას უწყებაში გაუქმებული სსიპები და გაშვებული თანამშრომლები
პოლიტიკა - 15:55, 20 Sep, 2017     3210
სახელმწიფო სახსრების გაფლანგვა და კორუფციული სისტემა - ეს ბრალდებები დღეს განათლების სამინისტროს მისამართით ისმის.
საქმე ეხება იურიდიული და IT სამსახურების გაუქმებას და აღნიშნული მომსახურების კერძო კომპანიის ხელში გადასვლას.

გადაწყვეტილებას პროტესტი მოჰყვა განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS) თანამშრომლების მხრიდან. მათი განცხადებით, გამოცხადდა ტენდერი, რომლის საფუძველზეც შევიდა ახალი კომპანია. თანამშრომლების თქმით, კომპანიამ მათ შესთავაზა ცუდი პირობები, საკმაოდ მძიმე სამუშაოს სანაცვლოდ. ჩატარდა ტესტირება, რომლის მიზანიც, აქციის მონაწილეთა განცხადებით, მხოლოდ თანამშრომლების სახლში გაშვება იყო. (იხილეთ ვიდეო)

წინა ხელისუფლების დროს, 2010 წელს მაშინდელი მინისტრის დიმიტრი შაშკინის ინიციატივით შეიქმნა ორი დეპარტამენტი, სსიპი - „საჯარო სამართლის იურიდიული პირები“. ერთი გახლდათ იურიდიული დახმარების სიპი, მეორე კი IT დახმარების. საქართველოს მასშტაბით 2 ათასზე მეტი სკოლაა, შესაბამისად თითოეულ მათგანს ესაჭიროება როგორც იურიდიული, ასევე IT მომსახურება.

გამომდინარე იქიდან, რომ სკოლის ბიუჯეტი წლის განმავლობაში გადანაწილებული იყო სხვადასხვა საკითხებზე და მას კერძო იურისტისთვის ან IT სპეციალისტისთვის თანხის გადახდა არ შეეძლო, შეიქმნა ზემოთ აღნიშნული სსიპები. 2010 წელს განათლების სამინისტრომ სკოლების დირექტორებს შესთავაზა სერვისი, რომ სახელმწიფო უწყება შექმნიდა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, სადაც გაერთიანდებოდნენ პროფესიონალი იურისტები და IT სპეციალისტები, ასევე ჩატარდებოდა მათთვის სპეციალური ტრენინგები და გადანაწილდებოდნენ სკოლებზე შესაბამისი სამუშაოების შესასრულებლად.

რატომ გააუქმა განათლების სამინისტრომ ჯერ კიდევ 2013 წელს იურიდიული სამსახური, ხოლო ამჯერად უკვე ალექსანდრე ჯეჯელავამ IT მომსახურება და რატომ გადაეცა აღნიშნული სერვისები კერძო კომპანიებს?

„ნიუპოსტთან“ საუბრისას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი აცხაადებს, რომ კონსულტაციების შემდეგ აღნიშნული ორი სსიპი შეიქმნა და მათ ძალიან წარმატებულად დაიწყეს მუშაობა. მისივე თქმით, იურიდიულმა სამსახურმა ერთი წლის განმავლობაში დაახლოებით ერთი მილიონი ლარის მოგება დატოვა, იმავე რაოდენობაზე ოდნავ მეტი კი IT სამსახურმა. აღნიშნული თანხა რცებოდა ბიუჯეტში და სკოლებს დამატებით ხმარდებოდა.

აღნიშნული სისტემა მუშაობდა 2012 წლამდე. 2013 წელს განათლების ყოფილმა მინისტრმა თამარ სანიკიძემ გააუქმა იურიდიული სამსახური და შეიყვანა კერძო კომპანია, რომელთანაც სკოლებს ხელშეკრულებები უნდა დაედოთ. საუბარია იმაზე, რომ მილიონიანი მოგება, რომელიც ბიუჯეტს სსიპების საშუალებით ჰქონდა, კერძო კომპანიისკენ გადამისამართდა.

“საქმე გვაქვს სახელმწიფო სახსრების გაფლანგვასთან და კორუფციულ სისტემასთან. ამ კორუფციულ გარიგებაზე ბევრი რამ ითქვა, ეს ნიშნავს იმას, რომ მილიონი ლარი სახელმწიფო ბიუჯეტს „აახიეს“ და მისცეს კერძო ბიზნესს“, - აღნიშნავს შაშკინი ჩვენთან საუბრისას.

მიმდინარე წელს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ განათლების ახალი მინისტრი IT მიმართულებით იმავე სამსახურის ცამოყალიბებას გეგმავს. ძველი IT სამსახურის სახელწოდება გახლდათ „ემისი“, სსიპი, რომელიც პასუხისმგებელი იყო ე.წ. კატის გამოცდებზე, ინტერნეტის გამართულ მუშაობაზე კოლებში. შაშსკინის განცხადებით ჯეჯელავამ აღნიშნული ფუნქცია ამ სსიპს წაართვა და დაახლოებით სამ-მილიონიანი ბიუჯეტი, რომელმაც იგივე სამუშაოები უნდა შეასრულოს, გადასცა კერზო კომპანია UGT-ის:

„მთლიანად ეს სამი მილიონი, რომელიც ადრე სახელმწიფოს ხელში იყო და მოგება სახელმწიფოში რჩებოდა, გადასცა კერძო კომპანიას. ანუ განვითარებული ბიზნესი, რომელიც წარმატებულად მუშაობდა, გადასცა კერძო კომპანიას. ამ კერძო კომპანიამ, გარდა იმისა, რომ მიიღო მზა ბიზნესი, მიიღო ასევე მოგება, რომელიც ადრე სახელმწიფოს რჩებოდა“, - დასძენს განათლების ყოფილი მინისტრი.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულმა კერძო კომპანიამ დაკავებული თანამდებობებიდან თანამშრომლების ნაწილი გაუშვა, ხოლო დარჩენილ თანამშრომლებს ხელფასები შეუმცირეს. აღნიშნულ სსიპში მომუშავე პირები თანამდებობებზე 7 წლის განმავლობაში მუშაობდნენ, კერძო კომპანიის გადაწყვეტილებამ კი მათი პროტესტი გამოიწვია.

„აქ არის კლასიკური მაგალითი სახელმწიფო სახსრების გაფლანგვისა და კორუფციის, ეს გამართული, მომგებიანი სამსახური, თავისი ბიუჯეტით და ხალხით გადასცეს კერძო კომპანიას და ამ კომპანიამ ხალხი გაყარა სამსახურებიდან, მიიღო სუპერ-მოგებები, გამეორდა იგივე სქემა, რაც გააკეთა სანიკიძემ“, - აღნიშნავს დიმიტრი შაშკინი.

სამსახურეიდან გაშვებულმა და ხელფასშემცირებულმა ადამიანებმა განათლების სამინისტროს შენობასთან გუშინ საპროტესტო აქცია გამართეს. მათ ორი მოთხოვნა წამოაყენეს - მათი შრომის შესაბამისი ანაზღაურებისა და გაშვებული თანამშრომლების დაბრუნება.

აღსანიშნავია, რომ UGT არის კერძო კომპანია, რომელსაც ერთგვარი მონოპოლია აქვს ქართულ ბაზარზე IT ბიზნესში. მსგავსი ფაქტი დაფიქსირდა, როდესაც „ალგო რითმს“ ჩამოერთვა „ნეთბუქების“ შექმნის უფლება პირველ კლასელებისთვის, აღნიშნული საკითხიც UGT-ის ხელში გადავიდა. დიმიტრი შაშკინი „ნიუპოსტთან“ საუბრისას აცხადებს, რომ აღნიშნული კომპანია განათლების სამინისტროს ერთგავრი პარტნიორია IT საქმიანობებში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42