თბილისში, პარლამენტის წინ, სადაც "პატრიოტთა ალიანსის" წევრები შიმშილობენ, დღეს, 19:30 საათზე ჭამა-სმის პერფორმანსი გაიმართება.
ფეისბუკზე ივენთი ცოტა ხნის წინ გამოჩნდა. იდეის ავტორი კი ფეისბუკგვერდია „დრო მიდის, კადრები კი რჩება“ .
თვითონ სმა-ჭამის აქციის ინსპირაცია კი ლიტველები გახდნენ. ამაზე, ჯგუფში ატვირთული ფოტოც მოწმობს. საქმე იმაშია, რომ ლიტვის დედაქალაქ ვილნიუსში, რამდენიმე დღის წინ, პროსუსმა აქტივიტესმა შიმშილობა დაიწყეს. მათ საპასუხოდ კი, „ჭამის აქცია“ გაიმართა.
რამდენიმე მოქალაქემ სუფრა გაშალა და სმა-ჭამა გააჩაღა რუსეთის მომხრე მოშიმშილეების მოპირდაპირე მხარეს.
მათ, მაგიდაზე საჭმელთან ერთად აშშ-ისა და იმ ქვეყნების დროშები ედოთ, რომელთა ტერიტორიებიც რუსეთს აქვს ოკუპირებული. მათ შორის იყო საქართველოს დროშაც.
ცნობისთვის, "პატრიოტთა ალიანსს" რამდენიმე მოთხოვნა აქვს, მათ შორის, დაიწყოს პირდაპირი დიალოგი სოხუმთან, ცხინვალსა და მოსკოვთან და ახალი პოლიტიკური ფორმატის: საქართველო-ნატო-რუსეთი ასამოქმედებლად შეიქმნას შესაბამისი სახელმწიფო კომისია.
მასალის გამოყენების პირობები






