ყოფილი ევროპარლამენტარი "სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. პრეზიდენტის ევროპარლამენტში მიწვევას გეგმავს - რას აცხადებენ თბილისსა და ევროპარლამენტში
პოლიტიკა - 15:27, 20 Sep, 2017     1594
ყოფილი ევროპარლმენტარი, იტალიელი ჟურნალისტი ჯულიეტო კიეზა, 19 სექტემბერს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში იმყოფებოდა. კიეზამ დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრისას ე.წ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროპის მხრიდან ე.წ სამხრეთ ოსეთის აუღიარებლობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ისაა, რომ ევროპას ოსი ხალხის და კონფლიქტის მიზეზების შესახებ ინფორმაცია არ გააჩნია. კიეზას თქმით, ის ე.წ სამხრეთ ოსეთის შესახებ „ჭეშმარიტი ინფორმაციის გავრცელებისას, თავის ჟურნალისტურ მოვალეობას ასრულებს.“

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ პარლამენტის მიერ მიღებული იქნა დადგენილება, სადაც აღნიშნული იქნა, რომ ჯულიეტო კიეზა ევროპარლამენტში სამხერ ოსეთის ინტერესების წარმომადგენელი იქნება.

კიეზამ ასევე განაცხადა, რომ შეეცდება მიიწვიოს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ბრიუსლეში, რათა ანატოლი ბიბილოვი გამოვიდეს ევროპარლამენტში და ევროპარლამენტარებს თავად მიაწოდოს ინფორმაცია, თუ რას წარმოადგენს მისი რესპუბლიკა, ისტორია და ხალხი:

„ჩემი მიზნის უახლოეს თვეებში განხორციელება რთული იქნება. თუ გამოვა, ეს იქნება ფუნდამენტური მომენტი და რა თქმა უნდა გამოიწვევს დიდი სკანდალს. არის რამდენიმე დეპუტატი, რომლებიც მზად არიან მხარი დაგვიჭირონ. ევროპარლამენტში ცალკეულ დეპუტატებს აქვთ გარკვეული ღონისძიებების ორგანიზების უფლება, ამიტომ ჩვენ შევკრებთ დეპუტატების ჯგუფს, რომლებიც მიიწვევენ პრეზიდენტს, თუ ეს არ მოხერხდება, მაშინ საგარეო საქმეთა მინისტრს. მე ძალიან მოხარული ვიქნები თუ ამის გაკეთებას შევძლებთ“- განაცხადა კიეზამ. ამასთანავე კიეზამ აღნიშნა, რომ წელს იგეგმება ე.წ სამხრეთ ოსეთიდან კულტურის მოღვაწეების იტალიაში ჩასვლა, ასევე რამდენიმე პოლიტიკური ღონისძიებაც, მათ შორის ე.წ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი.

აღნიშნულ ფაქტს გამოხმაურება მოჰყვა, როგორც ოფიციალური თბილისის ასევე ევროპარლამენტარების მხრიდანაც.

ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თანათავმჯდომარე საჯად კარიმი​ ოკუპირებულ ცხინვალში ყოფილი ევროპარლამენტარის ჯულიეტო კიეზას ჩასვლის ფაქტს გამოეხმაურა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობასთან დაკავშირებით ევროკავშირის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დააფიქსირა:

„საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა საკამათო არაა, ჩვენი პოზიცია უცვლელი რჩება, ამ ეტაპზე რაც შემიძლია გითხრათ,ა რის ის, რომ პარლამენტის ფარგლებში აქტივობა მხოლოდ მოქმედ დეპუტატებს შეუძლიათ და არა ყოფილებს, ჩვენ არ შეგვინიშნავს, რომ ასეთი ტიპის ქმედებები დაეგეგმათ მოქმედ წევრებს. ჩვენ ამის შესახებ თბილისში გამართული შეხვედრების დროს შევიტყვეთ. ამ ეტაპზე, ის შემიძლია გითხრათ, რომ ყოფილ ევროპარლამენტარებს უფლებამოსილება აღარ აქვთ და ამიტომ, არანაირი ინფორმაცია ამის შესახებ არ გვაქვს. არ მინდა, უხეში ვიყო, მაგრამ ალბათ, ყოფილები იმიტომაც არიან, რომ ამას იმსახურებენ“, - განაცხადა საჯად კარიმმა.

აღნიშნულ ფაქტს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც გამოეხმაურა, ჯანელიძის უწყებაში აცხადებენ, რომ რუსეთთან ასოცირებული კერძო პირები ვერ მოახდენენ საერთაშორისო პლატფორმის გამოყენებას თავისი ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის და ასეთი ფორმატებით საოკუპაციო რეჟიმის პროპაგანდა ვერ მოხდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42