ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების კომიტეტის მეხუთე შეხვედრა დასრულდა
პოლიტიკა - 14:49, 20 Sep, 2017     1006
თბილისში მიმდინარე ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების კომიტეტის მეხუთე შეხვედრამ მუშაობა დაასრულა. ორი დღის განმავლობაში ევროპელმა და ქართველმა კანონმდებლებმა ასოცირების კომიტეტის დღის წესრიგში არსებული საკითხები განიხილეს და შესაბამისი რეკომენდაციები მიიღეს.

ასოცირების კომიტეტის დღევანდელი სხდომა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიმდინარე საქმიანობის გაცნობით დაიწყო. მისიის ხელმძღვანელმა, ერიკ ჰოგიმ დეპუტატებს მონიტორინგის ჯგუფის ძირითადი საქმიანობის პრეზენტაცია წარუდგინა და ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან არსებულ ვითარებაზე ინფორმაცია გააცნო. მომხსენებელმა მონიტორინგის განხორციელების პროცესთან დაკავშირებულ ხელისშემშლელ ფაქტორებზე, გამოწვევებზე და მისიის წინაშე დასახული ამოცანების შესრულებაზე ისაუბრა.

კომიტეტის სხდომის ძირითადი ნაწილი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების განხორციელების პროცესში არსებული მიღწევებისა და გამოწვევების განხილვას დაეთმო. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, გენადი არველაძემ საქართველოს მაკროეკონომიკური მაჩვენებლები, ეკონომიკური ზრდის დინამიკა და საგარეო სავაჭრო ბრუნვის ინდიკატორები წარმოადგინა. მომხსენებელმა კომიტეტის წევრებს ხელისუფლების მიერ შემუშავებული ეკონომიკური განვითარების გეგმის ძირითადი მიმართულებები გააცნო და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების და კერძო სექტორის ხელშეწყობის სამთავრობო პროგრამის პრიორიტეტებზე ისაუბრა. მისი ინფორმაციით, გასულ წლებთან შედარებით საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები, ბიზნესის წამოწყების გამარტივების პირობები, ტურიზმიდან შემოსული შემოსავლები და ევროპის ბაზარზე ქართული პროდუქციის ექსპორტის მაჩვენებლები მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, რაც სწორი რეფორმების და ევროკავშირის მხარდაჭერის შედეგია. სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ თავის მოხსენებაში ფერმერთა და მეწარმეთა ხელშეწყობის სამთავრობო პროგრამებზე და რეგიონის მასშტაბით საკონსულტაციო ცენტრების შექმნაზე ისაუბრა. მისივე განცხადებით, სამინისტრო კოოპერატივების შექმნასა და სექტორული მიმართულებების განვითარებაზეა ორიენტირებული, რაც სოფლის მეურნეობის სფეროს გაძლიერებას და ადგილობრივი ფერმერების ეკონომიკურ კეთილდღეობას უზრუნველყოფს. განსახილველ საკითხთან დაკავშირებით მოხსენებები ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ, არჩილ ყარაულაშვილმა და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსმა, ვინსენტ რეიმ წარმოადგინეს. გამოსვლების დასრულების შემდეგ მომხსენებლებმა კომიტეტის წევრების შეკითხვებს უპასუხეს და რიგ საკითხებზე დამატებითი ინფორმაციები წარმოადგინეს.

სხდომის დასასრულს ასოცირების კომიტეტის თანათავმჯდომარეებმა თამარ ხულორდავამ და საჯად კარიმიმ კომიტეტის მუშაობის ორდღიანი შედეგები შეაჯამეს და პარლამენტის წევრებს, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს და მომხსენებლებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადეს. კომიტეტის სხდომა კენჭისყრებით და ერთობლივი განცხადების მიღებით დასრულდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42