ცესკო საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი სხდომების დისკრედიტაციის მცდელობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
პოლიტიკა - 14:40, 20 Sep, 2017     977
ცესკო საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი სხდომების დისკრედიტაციის მცდელობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის ცნობილი გახდა, რომ დღეს დილიდან, დაფარული ნომრით უცნობმა პირმა დარეკა ბათუმის ოლქში შემავალი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთან და მიაწოდა მცდარი ინფორმაცია, თითქოს საუბნო საარჩევნო კომისიის პირველი სხდომა გადაიდო. აღნიშნული ქმედება შესაძლოა წარმოადგენდეს საუბნო საარჩევნო კომისიის პირველი სხდომის ჩატარების ხელშეშლის მცდელობას.

შესაბამისად, გვინდა მივმართოთ საარჩევნო ადმინისტრაციის წევრებს, ნუ დაეყრდნობიან უცნობი პირების მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, კომუნიკაცია იქონიონ მხოლოდ ზემდგომ საარჩევნო ადმინისტრაციასთან და მიიღონ მონაწილეობა დაგეგმილ საქმიანობაში.

ამასთან, საზოგადოებისთვის განსაკუთრებით საყურადღებო და ხაზგასმით აღსანიშნავია ფაქტები, რომლებიც დღეს დილით დაფიქსირდა თბილისის, რუსთავის და სხვა საარჩევნო ოლქებში შემავალ საუბნო საარჩევნო კომისიებში, სადაც ტარდება საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი სხდომები. კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტის მიერ ნომინირებული კომისიის წევრები სხდომაზე გამოცხადდნენ პროცესის დაწყებამდე წინასწარ გამზადებული წერილითა და ტექსტით, რომელიც შეიცავს განსხვავებულ აზრს და უარყოფით მოსაზრებებს საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების არჩევის შედეგების შესახებ.

სხდომების დაწყებამდე, ერთი და იგივე სუბიექტის წარმომადგენლების მიერ წინასწარ გამზადებული იდენტური ტექსტით პროცესის ნეგატიურად შეფასება, იმის მიუხედავად, თუ ვინ იქნება შემდგომში არჩეული, განიხილება პროცესის დისკრედიტაციისთვის გამიზნულ წინასწარ დაგეგმილ ქმედებად.

ჩვენ ხელთ გვაქვს აღნიშნული ფაქტების მტკიცებულებები, რომლებიც მოგვეწოდა სხდომების დაწყებამდე.

შესაბამისად, გვინდა კიდევ ერთხელ მივმართოთ საარჩევნო სუბიექტებს, ნუ მიაყენებენ ზიანს საარჩევნო პროცესს კონკრეტული ინტერესების გამო და ხელი შეუწყონ საარჩევნო ადმინისტრაციის კანონიერ საქმიანობას. ამასთან, მივმართავთ დამკვირვებლებს, აქტიურად მიიღონ მონაწილეობა საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის მონიტორინგში და მიუკერძოებლად ასახონ მიმდინარე ფაქტები და პროცესები"- აღნიშნულია ცესკო-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42