ენმ "გაზპრომთან" დადებული ხელშეკრულების შესწავლის მიზნით კვლავ საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს
პოლიტიკა - 14:14, 20 Sep, 2017     656
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საქართველოს მთავრობასა და კომპანია „გაზპრომ-ექსპორტს“ შორის დადებული ხელშეკრულების შესწავლის მიზნით კვლავ ითხოვს პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას.

აღნიშნულის შესახებ პარლამენტის სხდომაზე თინა ბოკუჩავამ ისაუბრა.

„უკვე 7 თვეა ჩვენ ვცდიოლობთ პარლამენტმა განიხილოს ენმ-ის დადგენილების პროექტი საქართველოს მთავრობასა და გაზპრომს შორის დადებული ხელშეკრულების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შესახებ. სამწუხაროდ პარლამენტი უარს ამბობს საერთოდ განხილვაზეც კი, არათუ შექმნაზე.

2017 წლის 18 იანვარს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო კომპანია „გაზპრომ-ექსპორტს“ შორის ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომლითაც რეგულირდება საქართველოს გავლით რუსეთიდან სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტის პირობები. ეს ხელშეკრულება გულისხმობს 2018 წლიდან ტრაზიტის საფასურის - ტრანზიტული გაზის 10%-ის ნატურით მიღების ფულადი ანაზღაურებით ჩანაცვლებას.

„გაზპრომ-ექსპორტთან“ მოლაპარაკებებს საქართველოს მთავრობის სახელით აწარმოებდა ენერგეტიკის მინისტრის კახი კალაძე. აღნიშნული მოლაპარაკებები მიმდინარეობდა საიდუმლო რეჟიმში, ისე რომ საქართველოს მოქალაქეებს, დაინტერესებულ მხარეებს, პოლიტიკურ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს არ აქვთ წვდომა სახელმწიფოს ენერგო უსაფრთხოებასა და ეკონომიკურ ინტერესებისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციაზე. შესაბამისი დარგის ექსპერტები და სპეციალისტები გამოთქვამენ საფუძვლიან ეჭვს, რომ აღნიშნული ხელშეკრულებით ზიანი მიადგა საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკურ და ფინანსრურ ინტერესებს და მეორეს მხრივ, გაიზარდა რუსეთის ფედერაციაზე ენერგო დამოკიდებულება.

ეჭვს ბადებს ხელშეკრულების გასაიდუმლოების ფაქტი. საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აღნიშნული კონტრაქტი წარმოადგენს „გაზპრომ - ექსპორტის“ კომერციულ საიდუმლოებას. ამასთან დაკავშირებით ჩნდება შემდეგი მნიშვნელოვანი კითხვები: 1. მაშინ როდესაც „გაზპრომ-ექსპორტს“ სხვადასხვა სახელმწიფოებთან გაფორმებული აქვს ხელშეკრულებები, რომლის ძირითადი ელემენტები ხელმისაწვდომია დაინტერესებული მხარეებისათვის, მათ შორის გაზის მიწოდების და გაზის ტრანზიტის ფასი, რატომ ხდება საქართველოსთან დადებული ხელშეკრულების სრული მოცულობით გასაიდუმლოება. 2. ხელშეკრულება ეხება საქართველოს სახელმწიფო შემოსავლებს და შესაბამისად საქართველოს მოქალაქეების ფინანსურ ინტერესებს. მოსახლეობას აქვს ლეგიტიმური ინტერესი იცოდეს, როგორ ხდება სახლემწიფოს კუთვნილი თანხების განკარგვა. 3. გაუგებარია რატომ უნდა მოხდეს ოკუპანტი ქვეყნის სახელმწიფო კომპანიის სურვილების გათვალისწინება საქართველოს მოქალაქეების ინტერესების ხარჯზე. 4. რატომ აცხადებს ხელისუფლება უარს, მოხდეს აღნიშნული ხელშეკრულების განხილვა საქართველოს პარლამენტში თუნდაც დახურულ ფორმატში.

აშკარაა, რომ “გაზპრომ -ექსპრორტთან“ დადებული ხელშეკრულება ეწინააღმდეგება საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს, ასუსტებს ქვეყნის ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას, წამგებიანი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტისთვის.

ვინაიდან ამ ხელშეკრულების შესწავლა და გასაჯაროება სახელმწიფო და საზოგადოებრივი თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, უშუალოდ ეხება საქართველოს სახელმწიფო უშიშროებას, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტერესებს, აღნიშნული ქმედებები იღებს სისტემურ ხასიათს და შესაბამისი ორგანოები და უწყებები არ ინტერესდებიან ამ საკითხებით, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ მოითხოვს პარლამენტის რეგლამენტის 56-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, უახლოეს პლენარულ სხდომის დღის წესრიგში შეტანილ იქნეს საკითხი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე რომელიც შეისწავლის ზემოთ მოყვანილ ქმედებებს.

ამასთანავე დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრთა რაოდენობა განისაზღვროს 11 წევრით"- განაცხადა ბოკუჩავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42