გაეროს 72-ე ასამბლეაზე დებატებზე მსოფლიო ლიდერების სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს მიმართ მხარდამჭერი განცხადებები გაკეთდა. საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის საკითხზე საუბრისას, მსოფლიო ლიდერებმა გაეროს კონვენციის დარღვევაში რუსეთის ფედერაცია დაადანაშაულეს.
აღნიშნულ განცხადებებს შეფასებები მოჰყვა საქართველოს პოლიტიკურ წრეებში. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის სალომე სამადაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ყველა საერთაშორისო ლფორუმზე აქტიურად გაჟღერდეს საქართველოს ოკუპაციის თემატიკა:
„საქართველო არ არის პირისპირ ოკუპაციის პრობლემატიკასთან, სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ყველა საერთაშორისო ფორუმზე ძალიან აქტიურად გაჟღერდეს ჩვენი ოკუპაციის თემა, ამ თვალსაზრისით რა თქმა უნდა ეს განცხადებები არის ძალიან მნიშვნელოვანი და არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ მოვისმინეთ, რომ საქართველო იყო განხილვის ერთ-ერთი თემა, ამერიკის ვიცე-პრეზიდენტისა და ფედერიკა მოგერინის შეხვედრაზე, რადგან რუსეთმა ზუსტად უნდა იცოდეს, რომ დასავლეთის დღის წესრიგში საქართველოს საკითხი რჩება ძალიან აქტიურად“, - აცხადებს სალომე სამადაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






