თავდაცვის მინისტრი ჰუმბოლდტის ფონდის საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს
პოლიტიკა - 12:58, 20 Sep, 2017     960
ალექსანდერ ფონ ჰუმბოლდტის ფონდის საერთაშორისო კონფერენციას წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მასპინძლობს. სამდღიანი კონფერენციის თემაა „გერმანულ-ქართული შეხვედრის ადგილები მე-20 საუკუნის ლიტერატურასა და კულტურაში“.

კონფერენციის გახსნის ცერემონიალში მონაწილეობა, ოფიციალურ პირებთან ერთად, საქართველოს ალექსანდერ ფონ ჰუმბოლდტის კლუბის წევრებმა მიიღეს, მათ შორის, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ. ჰუმბოლდტის კლუბი აერთიანებს 30-ზე მეტ ქართველ მეცნიერს, რომლებიც სხვადასხვა დროს ჰუმბოლდტის ფონდის სტიპენდიატები ან ჰუმბოლდტის კვლევითი პრემიის ლაურეატები იყვნენ.

სიტყვით მიმართვისას, თავდაცვის მინისტრმა საქართველოსა და გერმანიის სამეცნიერო, კულტურული და სოციალური დაახლოების კუთხით ჰუმბოლდტის ფონდის წვლილზე ისაუბრა. ლევან იზორიას განცხადებით, გერმანიაში ცხოვრების პერიოდი იყო დასავლური კულტურის გაცნობისა და საერთო ღირებულებების გაზიარების შესაძლებლობა. მან აღნიშნა, რომ საქართველო ევროპულ ღირებულებებს იზიარებს, რაც პასუხისმგებლობასაც გულისხმობს. თავდაცვის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ ღირებულებებისა და განმტკიცების მიზნით, ქართველი სამხედროები გერმანელ, ასევე სხვა ევროპელ პარტნიორებთან ერთად, სამშვიდობო მისიას ასრულებენ. კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, თსუ-ის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ, ჰუმბოლდტის ფონდის დეპარტამენტის თავმჯდომარემ შტეფენ მელიხმა, საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა ჰაიკე პაიჩმა და სხვა სტუმრებმაც მიმართეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42