"კახი კალაძე ვარსკვლავების მატჩში მონაწილეობით არ აპირებს საარჩევნო კამპანიის გაკეთებას"- თალაკვაძე
პოლიტიკა - 12:06, 20 Sep, 2017     1670
კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის თქმით მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავების მატჩში კახა კალაძის მონაწილეობა, საარჩევნო კამპანიის ნაწილად არ შეიძლევა ჩაითვალოს, რადგან ამ მატჩით არ ხდება პოლიტიკური აგიტაციას ან წინასაარჩევნო პროპაგანდა. აღნიშნული განცხადება თალაკვაძემ იმ პრეტენზიების საპასუხოდ გააკეთა, რომელიც „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის ვარსკვლავურ მატჩი მონაწილეობასთან დაკავშირებით გამოითქვა.

„ბიუჯეტის თანხები არ იხარჯება და ჩვენი კანდიდატი კახი კალაძე და ჩვენი პარტია ამ მატჩში მონაწილეობით არანაირ პოლიტიკურ აგიტაციას ან წინასაარჩევნო პროპაგანდას არ ეწევა. უკმაყოფილება, რომელიც ამ საქველმოქმედო მატჩთან დაკავშირებით გამოითქვა, არის ოპოზიციური პარტიების უკმაყოფილება და ჩვენი საარჩევნო კამპანიისადმი მათი დამოკიდებულება.“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, 29 სექტემბერს, საქართველოს ფეხბურთის ვარსკვლავები ეწვევიან და საქველმოქმედო მატჩში მიიღებენ მონაწილეობას. „მსოფლიოს XI“ მატჩის მასპინძელ „GFF –XI“-ს დაუპირისპირდება. საქველმოქმედო მატჩიდან შემოსული თანხა ხანძრის შედეგად განადგურებული ბორჯომის ტყის აღდგენას მოხმარდება.

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში ჩამოდიან მსოფლიო ფეხბურთის ისეთი ვარსკვალავები, როგორიც არიან ფრანჩესკო ტოტი, კარლეს პუიოლი, რივალდო, დიდა, ანდრეი შევჩენკო, ხავიერ ძანეტი, ზვონიმირ ბობანი, სერჟინიო, პაოლო მალდინი, ლუკა ტონი,ალესანდრო კოსტაკურტა, ერნან კრესპო, დინო ბაჯო, მასიმო ამბროზინი, მასიმო ოდო, ვინსენტ კანდელა, მარეკ იანკულოვსკი, დემეტრიო ალბერტინი, მარკო დელვეკიო, სებასტიან ფრეი, ანჯელო დი ლივიო, ენრიკო ანონი, კრისტიან აბიატი, სებასტიანო როსი, ჯუზეპე ფავალი, მაურო ტასოტი, ანჯელო კარბონე, ივან კორდობა, დარიო შიმიჩი, იბრაჰიმ ბა და პიეტრო ვერხოვოდი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42