ნიუ იორკში გაეროს 72-ე ასამბლეა მიმდინარეობს. დებატების გახსნისას წევრი ქვეყნების ლიდერების გამოსვლებში საქართველო ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. მათ გამოსვლებში რუსეთის ფედერაციის პირდაპირი კრიტიკაც ისმოდა.
პოლონეთის პრეზიდენტის, ანჯეი დუდას განცხადებით, თითქმის ათი წელია საქართველოში გაეროს წესდების ფუნდამენტური საზღვრების დაურღვევლობისა და სუვერენიტეტის პრინციპები ირღვევა.
“პოლონეთის სურვილია წვლილი შეიტანოს საერთაშორისო თანამეგობრობის მშენებლობაში, რომელიც დაფუძნებული იქნება პოლიტიკური სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებზე, ამ პრინციპების დარღვევის ნებისმიერი მცდელობა ასუსტებს ურთიერთ ნდობას. თითქმის ათი წელია საქართველოში და მესამე წელია უკრაინაში გაეროს წესდების ფუნდამენტური პრინციპების აშკარა დარღვევას ვხედავთ, მათ შორის არის საზღვრების შეუხებლობისა და სუვერენიტეტის პატივისცემის, ასევე სადაო საკითხების გადაჭრისას სამხედრო ძალის გამოუყენებლობის პრინციპები. ქვეყნებს შორის მშვიდობიანი და სტაბილური ურთიერთობის ჩამოყალიბებას, საერთაშორისო კანონმდებლობის აბსოლუტური პატივისცემა უდევს საფუძვლად“, - განაცხადა ანჯეი დუდამ.
მასალის გამოყენების პირობები






