გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დებატების გახსნის დროს, საქართველო ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო. ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინაშე არსებულ პრობლემებზე ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა ისაუბრეს.
ლიტვის პრეზიდენტმა, დალია გრიბაუსკაიტემ საკუთარი გამოსვლა რუსეთის კრიტიკას დაუთმო, მისი მოხსენების დროს რუსეთის დელეგაციამ დარბაზი დატოვა.
„მიუხედავად რუსეთის მიერ აღებული ვალდებულებისა, დაიცვას საერთაშორისო მშვიდობა, როგორც უსაფრთხოების საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა, მან საქართველოზე თავდასხმით, ყირიმის უკანონო ანექსიითა და აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტში პირდაპირი მონაწილეობით გაეროს წესდება დაარღვია. რუსეთი აგრძელებს სხვადასხვა არჩევნებში ჩარევას, თავდასხმების ორგანიზებასა და ავრცელებს დეზინფორმაციას პროპაგანდას დაქვემდებარებული მედიის საშუალებით. მსოფლიოში სხვადასხვა რეჟიმების მიერ ძირითადი საერთაშორისო ნორმების იგნორირება ხშირად ჩვენი მხრიდან ამ დარღვევებზე არასათანადო რეაგირების გამო ხდება, ჩვენ აღარ უნდა ვიყოთ პასიური დამკვირვებლები“, - განაცხადა დალია გრიბაუსკაიტემ.
მასალის გამოყენების პირობები






