თავმჯდომარეობა ერთი წლით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისგან (Emmanuel Macron) დღეს ოფიციალურად გადაიბარა.
მაღალი დონის ღონისძიებაზე, რომელიც ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიის ფარგლებში გაიმართა, გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ OGP-ის თავმჯდომარეობა და გამჭვირვალობისა და უფრო ძლიერი დემოკრატიისთვის მებრძოლი გლობალური მოძრაობის საქმიანობაში წვლილის შეტანა საქართველოს მთავრობისთვის საამაყოა.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის განცხადებით აღნიშნული დიდი ნდობა და პასუხისმგებლობაა:
„ეს დიდი ნდობაა, დიდი პასუხისმგებლობაა და ჩვენ მზად ვართ, ხალხთან ერთად ეს რეფორმები ჩვენს სხვა პარტნიორებს გავაცნოთ, გავიზიაროთ მათი საუკეთესო გამოცდილებაც და გაისად, როდესაც ჩვან გადავაბარებთ თავმჯდომარეობას, გვქონდეს ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევები“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






