ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა თავისუფალი სავაჭრო ზონა დაათვალიერა
პოლიტიკა - 10:38, 20 Sep, 2017     939
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ვიზიტი გრძელდება. გიორგი გახარია ამჯერად შეხვედრებს შანხაიში მართავს. ქართული დელეგაციის წარმომადგენლებმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ხელმძღვანელობით, შანხაის თავისუფალი სავაჭრო ზონა მოინახულეს და მის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შანხაის თავისუფალი სავაჭრო ზონა ჩინეთში ყველაზე დიდია, სადაც როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოური 30 ათასამდე კომპანიაა წარმოდგენილი, მათ შორის ქართული ღვინის მწარმოებლებიც. გიორგი გახარიას განცხადებით, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი იმ გამოცდილების საქართველოსთვის გასაზიარებლად, რომელიც შანხაის თავისუფალ სავაჭრო ზონას გააჩნია.

,,ჩვენ გვაინტერესებს, როგორ მუშაობს ეს ყველაფერი, რადგან საქართველოში რამდენიმე თავისუფალი სავაჭრო და ინდუსტრიული ზონა გვაქვს. ვიცით, რომ ჩინეთი თავისუფალი სავაჭრო და ინდუსტრიული ზონების განვითარებაში საუკეთესოა მსოფლიოში. ამ პავილიონებში, სადაც ახლა ვიმყოფებით, ცალცალკე ქვეყნები არიან წარმოდგენილნი და აბსოლუტურად შესაძლებელია, რომ ქართული კომპანიები და საქართველო აქ იყოს წარმოდგენილი, მაგალითად, ,,აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მინისტრის თქმით, აღნიშნულ სავაჭრო ზონაში ქართული ღვინის, წყლის, სოფლის მეურნეობის თუ ინდუსტრიული პროდუქციის მწარმოებლები ადგილობრივ მოსახლეობას ქართულ პროდუქტს გააცნობენ. „ეს არ იქნება მხოლოდ გაცნობა. ეს იქნება გაყიდვებზე მომუშავე არხები - ელექტრონული, ინტერნეტით, ადგილზე მოსვლით მსგავს დარბაზებში და ა.შ. ამიტომ, ძალიან სასარგებლო და შთამბეჭდავია ეს ყველაფერი თავისი მასშტაბურობით. თუმცა, ყველაზე მეტად რაც მოგვეწონა, იყო ის, რომ გამყიდველ და მყიდველ კომპანიებს შორის კავშირი ძალიან გამარტივებულია. ძალიან კარგია ეს ყველაფერი და ყველანაირად ვეცდებით, რომ ეს გამოცდილება გადმოვიტანოთ საქართველოში,-‘’აღნიშნა გიორგი გახარიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42