საკონსტიტუციო რეფორმის პროექტის ალტერნატიული ვერსია მზად არის - ოპოზიცია "ქართული ოცნებისა" და ვენეციის კომისიის პასუხს ელოდება
პოლიტიკა - 10:17, 20 Sep, 2017     1337
საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ვნაბათაღელვა არ ცხრება. შექმნილ უთანხმოებას საპარლამენტო ოპოზიციაში და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პოლიტიკურ ჩიხს უწოდებენ.

არსებობს ქვეყნის მთავარი დოკუმენტის ორი ვარიანტი - საკონსტიტუციო ცვლილებების ერთობლივი დოკუმენტი, რომელზეც საქართველოს პრეზიდენტი და ოპოზიციური პარტიები შეთანხმდნენ, „ქართულ ოცნებას“ და ვენეციის კომისიას უკვე გადაეგზავნა.

მმართველი გუნდი კი ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნის მოლოდინშია და პროექტის მესამე მოსმენით კენჭისყრას ჩქარობს.

როგორც ხელისუფლების განცხადებებიდან ჩანს, მხარეებს შორის კომპრომისის ძალიან მცირე შანსი არსებობს. ოპოზიცია კი ვენეციის კომისიის კრიტიკულ დასკვნას ელოდება. „ქართულ ოცნებაში“ თვლიან, რომ პრეზიდენტისა და ოპოზიციის ნაბიჯი სასოწარკვეთილია და საკონსტიტუციო ცვლილებებზე მმართველი გუნდის გარეშე მსჯელობა მიუღებლად მიაჩნიათ.

პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი იმედოვნებს, რომ მმართველი გუნდი ერთობლივ დოკუმენტში აღნიშნულ შენიშვნებს გაითვალისწინებს.

პრეზიდენტი და 20 ოპოზიციური პარტია შეთანხმდნენ, რომ 2020 წელს ქვეყანა პროპორციულ საპარლამენტო არჩევნებზე უნდა გადავიდეს, ამასთან ერთად, არსებობდეს მანდატების სამართლიანი გადანაწილების პრინციპი, ბარიერმა 3%-მდე დაიწიოს და პარტიებს ბლოკების შექმნის უფლება შეუნარჩუნდეთ. მათთვის ასევე მნიშვნელოვანი საკითხებია: პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა და უშიშროების საბჭოს შენარჩუნება.

ოპოზიცია ფიქრობს, რომ თუ "ქართული ოცნება" მესამე მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებებს კონსენსუსის გარეშე მიიღებს, ის პოლიტიკურ კრიზისზე იქნება პასუხისმგებელი.

"ეს არის კონსტიტუცია, რომლითაც ძლიერდება ხალხი. ხოლო ის რასაც ქართული ოცნება გვთავაზობს არის კონსტიტუცია, რითაც ხალხი დემოკრატიულ პროცესებს შორდება და სუსტდება. მმართველი პოლიტიკური პარტიის ვარიანტით, ხალხს თუ მოუნდება, ხელისუფლების ცვლილება თითქმის შეუძლებელი იქნება. ჩვენ კი ისეთი კონსტიტუცია შევთავაზეთ ხელისუფლებას, სადაც ხალხის ნება უზენაესია. ეს ფუნდამენტური განსხვავებაა ამ ორ პროექტს შორის, ჩვენსა და ქოცურ პროექტს შორის"- განაცხადა „ნიუპოსტთან“ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა რურუამ.

ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, ოპოზიცია აქციების დაწყებას გეგმავს.

„ვენეციის კომისიას ექნება საქართველოს პრეზიდენტის და ოპოზიციის ერთობლივი ხედვა ასახული კონკრეტულ დოკუმენტში. პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, დაბლოკების შესაძლებლობა და ა.შ. რაც მე ვფიქრობ არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ქვეყანა არ ასცდეს დემოკრატიული განვითარების გზას,“-აცხადებს გიორგი ტუღუში.

„ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის” ლიდერი „ნიუპოსტთან“ აცხადებს, რომ "ქართული ოცნება" მესამე მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებებს კონსენსუსის გარეშე მიიღებს, ეს არა მთავარი დოკუმენტი, არამედ პარტიის წესდება იქნება.

"საკითხთან დაკავშირებით, პრეზიდენტის, არასამთავრობო ორგანიზაციების და ოპოზიციის პოზიცია ცნობილი აქამდეც იყო, მაგრამ ის რა ალტერნატივაც, ამ ეტაპზე "ქართული ოცნებისთვის" იქნა შეთავაზებული, ეს არის სრული კონსენსუსი, როგორც პოლიტიკური სპექტრის და სამოქალაქო სექტორის, ასევე პრეზიდენტის ინსტიტუტის. ნურავის დაავიწყდება, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი არის მთავარი გარანტი ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგისა და კონსტიტუციის დაცვის. ეს ძალიან მნიშვნელოვან ფონს უქმნის ამ პოლიტიკურ პროცესს, რომელიც დიდი ხანია ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობს, რომ არაფერი ვთქვათ ვენეციის კომისიაზე, ჩვენ დაზუსტებით ვიცით რა განწყობებია ევროპულ სტრუქტურებში საქართველოში მიმდინარე საკონსტიტუციო ცვლელებებთან დაკავშირებით. ქართულმა ოცნებამ უნდა გაიგოს, რომ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ, თუ ისინი კონსტიტუციას ძალადობრივი გზით მიიღებენ, ყველა მიიჩნევს როგორც ,,ოცნების" პარტიულ წესდებას და არა ქვეყნის კონსტიტუციას და მას ლეგიტიმაცია არ ექნება. ეს დღევანდელი ხელისუფლებისთვის პრობლემა იქნება, მაგრამ მთავარია ეს პრობლემად არ იქცეს ქართული სახელმწიფოს ინტერესებისთვის"- განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.

“თავისუფალ დემოკრატებში“ მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებას კიდევ ერთი შანსი ეძლევა შექმნილი ვითარება საღად შეაფასოს.

„თუ ხელისუფლება რეკომენდაციებს არ გაითვალისწინებს, ნეგატიურ შედეგებზე პასუხისმგებლობა სრულად ქართულ ოცნებას და ხელისუფგლებას დაეკისრება“- განაცხადა შალვა შავგულიძემ.

„ქართულ ოცნების“ ლიდერების ტონი არც დღეს შეცვლილა. მმართველ პარტიაში მიაჩნიათ, რომ კონსენსუსის შესაძლებლობა ამოწურულია. „ქართული ოცნების“ რიგებში აცხადებენ, რომ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პროცესის დასაზიანებლად ყველაფერს აკეთებს. მმართველი შტო პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს ელოდება და მის დასაძლევად ემზადება

პარლამენტარები ადასტურებენ, რომ 26 სექტემბერს საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით მიღებას.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42