უკრაინულ ტელეკომპანია „NEWS ONE“-ს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ვრცელი ინტერვიუ მისცა. ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა მომავალ სასამართლო დავასა და უკრაინაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. მისი თქმით, მხარდამჭერებთან ერთად მომავალი უმაღლესი რადისთვის კანდიდატურებს რეგიონებში შეარჩევს.
„კიევში იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად ჩამოვედი. პრეზიდენტის განკარგულების გასაჩივრებას ვაპირებ, მაგრამ ამისთვის შესაბამის დოკუმენტები უნდა მოვიპოვო. თუმცა ამ დრომდე დოკუმენტებს არ გვაძლევენ.
პოროშენკომ დოკუმენტების გარეშე დამტოვა მაშინ, როდესაც საზღვარგარეთ ვიმყოფებოდი, თუმცა ეს არ არის მთავარი პრობლემა, პრობლემა უკრაინელ ხალხს ამ სისტემასთან აქვს, სადაც იცვლება სახელები და გვარები, მაგრამ არ იცვლება შინაარსი.
რაც შეეხება დონბასისი რეგიონს, იქ ახლა იგივე ხდება რაც ჩვენთან ხდებოდა. ნებისმიერი მცდელობა ამ ხალხისა ტროას ცხენის მსგავსად იყვნენ ჩანერგილები, უკრაინაში მოკლავს უკრაინის სახელმწიფოებრიობის იდეას. ოსი სეპარატისტები მზად იყვნენ მოსალაპარაკებლად რომ არა რუსეთი, რომელმაც დაითხოვა მაშინდელი ე.წ. მთავრობა და მათ ადგილზე თავისი ხალხი დასვა. პირადად მე ვერანაირ აზრს ვერ ვხედავდი ციმბირიდან ახალი დავალებებით ჩამოსული სამხედროსთან სამხრეთ ოსეთის სტატუსის შესახებ მოლაპარაკებისა. ამიტომ როდესაც გვეუბნებიან, რომ მოლაპარაკებების დონბასში FSB-ს მიერ დასმულ ადამიანებთან უნდა ვაწარმოოთ, აზრს მოკლებულია. ეს იგივეა რომ მოლაპარაკებები პუტინთან აწარმოო, რომელის სურვილი კიევის კონტროლია, ხოლო მთავარი მიზანი ისაა რომ უკრაინის სახელმწიფო არ შედგეს. რუსეთის პირველივე დიდი კრიზისის დროს უკრაინა, საქართველო და მოლდოვა აღადგენენ საკუთარ ტერიტორიულ მთლიანობას,”-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






