"26 წლის ამერიკის მოქალაქე მოყვანილია სასწრაფო ბრიგადის მიერ, რომელსაც კისრისა და გულმკერდის მიდამოში მრავლობითი ჭრილობები აღენიშნებოდა. სასწრაფო ჩვენებით ჩაუტარდა ქირურგიული მკურნალობა. ამჟამად პაციენტი იმყოფება ინტენსიური თერაპიის პალატაში. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია", - განაცხადა ექიმმა ზურაბ ბაბუნაშვილმა.
თემქაზე, ზღვის უბნის მე-10 კვარტლის 24-ე კორპუსთან ახალგაზრდა მამაკაცი დღის პირველ საათზე დაჭრეს.
თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევის დროს დაჭრილი მომღერალ თიკო მოსემღვდლიშვილთან ერთად იმყოფებოდა, რომელიც პოლიციამ უკვე დაკითხა.
მომღერალი მომხდარის შესახებ მედიასთან არ საუბრობს.
თვითმხილველთა თქმით, კი ლურსმანაშვილმა თავდამსხმელის მისამართიოთ, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა მოახერხა.
იარაღი, შემთხვევის დაგილიდან პოლიციამ ამოიღო. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
როგორც ირკვევა, ზვიად ლურსმანაშვილი აშშ-ის მოქალაქეა. ის საქართველოში რამდენიმე დღის წინ გადაადგილდებოდა.
დაჭრილის მამა ჟურნალისტებთან ამბობს, რომ დაჭრის მოტივი უცნობია, თუმცა ძარცვის ფაქტს გამორიცხავს.
მასალის გამოყენების პირობები






