შემუშავებული დოკუმენტი გადაეგზავნება მმართველ გუნდს და ასევე ვენეციის კომისიას.
როგორც თემის კომენტირებისას ნიკა რურუამ "ნიუპოსტს" განუცხადა, პრეზიდენტისა და 20 ოპოზიციური პარტიის მიერ შემუშავებული ვარიანტი დემოკრატიულია.
"ეს არის კონსტიტუცია, რომლითაც ძლიერდება ხალხი. ხოლო ის რასაც ქართული ოცნება გვთავაზობს არის კონსტიტუცია, რითაც ხალხი დემოკრატიულ პროცესებს შორდება და სუსტდება. მმართველი პოლიტიკური პარტიის ვარიანტით, ხალხს თუ მოუნდება, ხელისუფლების ცვლილება თითქმის შეუძლებელი იქნება. ჩვენ კი ისეთი კონსტიტუცია შევთავაზეთ ხელისუფლებას, სადაც ხალხის ნება უზენაესია. ეს ფუნდამენტური განსხვავებაა ამ ორ პროექტს შორის, ჩვენსა და ქოცურ პროექტს შორის"- განაცხადა რურუამ.
ენმ-ს ლიდერმა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის განცხადებაც შეაფასა, რომელმაც საკონსტიტუციო ცვლილებების ალტერნატიული ვარიანტის მომზადებას “სასოწარკვეთილ ნაბიჯი" უწოდა.
"ბოდიში მაგრამ ქალბატონი თამარ ჩუგოშვილი მგონია, რომ ცოტა გონება შეზღუდულია. სასოწარკვეთილი მისი განცხადებაა"- თქვა რურუამ.
მასალის გამოყენების პირობები






