მარგველაშვილის სპეციალური ბრიფინგი- პრეზიდენტის და ოპოზიციის მიერ შემუშავებული კონსტიტუციის პროექტი "ქართულ ოცნებას" გადაეგზავნა
პოლიტიკა - 18:14, 19 Sep, 2017     1570
პრეზიდენტმა და ოპოზიციურმა პარტიებმა საკონსტიტუციო ცვლიელებების პროექტზე მუშაობა დაასრულეს. ამის შესახებ განცხადება გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. პრეზიდენტმა ოპოზიციურ პარტიებს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ მათ განსხვავებული შეხედულებების მიუხედავად მთავარ პრინციპულ საკითხებზე შეთანხმება შეძლეს. მარგველაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ მმართველი გუნდი გაითავალისწინებს საზოგადოების და პოლიტიკური ძალების მოსაზრებას და კონსტიტუცია იქნება საყოველთაო თანხმობით მიღებული დოკუმენტი:

„მინდა მადლობა ვუთხრა პარტიებს იმ სულისკვეთებისთვის, რომლითაც განხორციელდა მუშაობა. ყველა პარტიამ გაიაზრა პრინციპი, იმისთვის რომ მივიდეთ თანხმობამდე, ყველამ რაღაც უნდა დავთმოთ. ჩვენ დავიწყეთ მუშაობა ქართული ოცნების მიერ შემოთავაზებულ პროექტზე და ვთქვით, რომ ამ პროექტში შევიტანთ იმ სახის ცვლილებებს, რომლებზეც აბსოლუტურად ყველა პოლიტიკური პარტია თანხმდება და უჭერს მხარს. ეს პოლიტიკური პარტიები განსხვავდებიან თავისი შეხედულებებით ბევრ საკითხზე და ეს პროცესი მიმდინარეობს გამალებული საარჩევნო კამპანიის დროს. გამომდინარე იმ სულისკვეთებიდან რომ კონსტიტუცია ყველას უნდა გვაერთიანებდეს, შედგა კონსენსუსი. ეს არის საარჩევნო სისტემა, როგორც პარლამენტის ასევე პრეზიდენტის არჩევის წესი, ეს არის სასამართლო სისტემა, ეს არის პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერება, უსაფრთხოების საკითხები და უშიშროების საბჭოს თემა. ყველა პოლიტიკურმა პარტიამ რაღაცა დათმო, მაგრამ შედგა მთავარი, ეს დოკუმენტი გაეგზავნება „ქართულ ოცნებას“, გაეგზავნება ვენეციის კომისიას, იმ იმედით და განცდით, რომ როგორც საზოგადოებამ, როგორც პოლიტიკურმა კულტურამ, შევძლოთ მისვლა საერთომდე და მისვლა თანხმობამდე. ყოველ შემთხვევაში ის მითი, რომ განსხვავებული შეხედულებების ადამიანები ვერაფერზე თანხმდებიან არის დამსხვრეული.“- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42