ალექსეევკას სამხედრო აეროდრომზე ქართული ავიაციის დღე აღინიშნა
პოლიტიკა - 16:03, 19 Sep, 2017     1140
ალექსეევკას შერეულ საავიაციო ესკადრილიის სამხედრო აეროდრომზე ქართული ავიაციის 25-ე წლის იუბილე აღინიშნა. საზეიმო ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდალი, ვიცე-პოლკოვნიკი სერგო ნინუა, თავდაცვის უწყების წარმომადგენლები და მაღალი რანგის ოფიცრები დაესწრნენ.

ქართული ავიაციის 25-ე წლისადმი მიძღვნილი ცერემონიალის დაწყებამდე თავდაცვის მინისტრმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

საზეიმო ცერემონიალი საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა. ღონისძიებაზე მოწვეულმა სტუმრებმა, საბრძოლო მოქმედებებსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

თავდაცვის მინისტრმა პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართა და ქართული ავიაციის 25-ე წლის იუბილე მიულოცა. ლევან იზორიამ ყურადღება განხორციელებულ რეფორმებზე გაამახვილა, მინისტრის თქმით სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად დაგეგმილია არსებული ტექნიკის მოდერნიზება და უპილოტო საფრენი აპარატების შეძენა.

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა პირად შემადგენლობა თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლებით და საჩუქრებით დააჯილდოვა. ლევან იზორიამ ოთხ სამხედრო მოსამსახურეს 7,62X54 მმ სნაიპერული შაშხანა, გენერალ-მაიორმა კი, ორ სამხედროს ტაბელური იარაღი გადასცა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში ოცი და მეტი წლის უმწიკვლო სამსახურისათვის, ვიცე-პოლკოვნიკმა სერგო ნინუამ უწყებრივი მედლით „სამშობლოსათვის თავდადებული“ ხუთი სამხედრო მოსამსახურე, ერთი სამხედრო კი, ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისათვის" მეორე ხარისხის მედლით დააჯილდოვა.

ღონისძიების დასრულების შემდეგ, ალექსეევკას შერეული საავიაციო ესკადრილიის სამხედრო აეროდრომზე მოწვეული სტუმრებისთვის საავიაციო ტექნიკის გამოფენაც მოეწყო.

ქართული სამხედრო ავიაციის ისტორია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდიდან იწყება, როდესაც 1918 წლის 20 აგვისტოს, საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, პირველი ქართული სამხედრო საავიაციო დანაყოფი შეიქმნა. 1921 წლის თებერვალში, ქართველი სამხედრო მფრინავები საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ აქტიურად იბრძოდნენ, რა დროსაც, თბილისთან, მოწინააღმდეგეზე რამდენიმე წარმატებული იერიში განახორციელეს.

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, 1992 წელს, შეიარაღებულ ძალებში სამხედრო-საჰაერო ძალებისა და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სამმართველო შეიქმნა, რომელიც 1993 წელს მთავარ სამმართველოდ გადაკეთდა. 2010 წლის გაზაფხულზე სამხედრო-საჰაერო ძალები საავიაციო ბრიგადის სახით, სახმელეთო ჯარების დაქვემდებარებაში გადავიდა. დღეისთვის, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დაქვემდებარებაშია.

ბოლო პერიოდში, ქართულ სამხედრო ავიაციაში მფრინავი და საინჟინრო-ტექნიკური შემადგენლობის კვალიფიკაცია და საბრძოლო მომზადების დონე საგრძნობლად ამაღლდა, რაც სწავლებებისა და წვრთნების კუთხით, ნატოსა და პარტნიორ ქვეყნებთან მრავალწლიანი თანამშრომლობის საფუძველზე განხორციელდა. მოკავშირე ქვეყნების დახმარებით, ქართული სამხედრო განათლების სისტემა დაიხვეწა, შედეგად, საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია და გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრი თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად, ავიაციის ოფიცრებსა და სერჟანტებს ამზადებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42