სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიას ევროპელი კოლეგები ეწვივნენ
პოლიტიკა - 16:00, 19 Sep, 2017     1015
„საქართველოში გარემოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიას ევროპელი კოლეგები ეწვივნენ და ლაბორატორიის შესაძლებლობებს ადგილზე გაეცნენ. მათ დეპარტამენტების უფროსებისგან მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.

საქართველოში გარემოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის ინსტიტუციური გაძლიერების პროექტი საჯარო სამსახურების დაძმობილების პროგრამის (Twinning) ფარგლებში ხორციელდება. Twinning წარმოადგენს ევროკავშირის ინიციატივას, რომელიც აერთიანებს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და ბენეფიციარი ქვეყნების ექსპერტულ პოტენციალს, რომლის შედეგადაც ხდება თანამშრომლობის გაღრმავება სხვადასხვა სფეროებში. პროექტს ახორციელებენ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ეროვნული სამსახურები და მათი პარტნიორები მოცემულ სფეროში (იტალია, გაერთიანებული სამეფო და პოლონეთი).

პროექტის მიზანია, საქართველოში გარემოს ჯანმრთელობის მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზის გაძლიერება ევროპულ მოთხოვნებთან ჰარმონიზაციის გზით, ასევე, გარემოს ჯანმრთელობის საკითხების მართვის გაუმჯობესება, გრძელვადიანი გარემოსდაცვითი პოლიტიკის უზრუნველყოფა და სექტორებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მომუშავე სახელმწიფო უწყებებს შორის ერთ-ერთ მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაც.

პროექტი ხელს შეუწყობს გარემოს ჯანმრთელობის ეფექტური სისტემის ჩამოყალიბებას და ჯანდაცვის მხრივ არსებული ვითარების გაუმჯობესებას, საქართველოს მოსახლეობის საკეთილდღეოდ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42