რადიაქტიული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ასეულის სწავლება დაიწყო
პოლიტიკა - 15:00, 19 Sep, 2017     1136
დღეს საქართველოს შეიარაღებული ძალების საინჟინრო ბრიგადის რადიაქტიული, ქიმიური და ბიოლოგიური (რქბ) დაცვის ასეულისთვის საბაზისო სწავლების მეორე ეტაპი დაიწყო. ასეულის პირად შემადგენლობას წვრთნებს გერმანიის სამხედრო ძალების რქბ სკოლის ინსტრუქტორები უტარებენ.

სწავლების გახსნის ცერემონიალი საინჟინრო ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ზაქარია კალანდაძემ და საქართველოში გერმანიის სამხედრო ატაშემ, ვიცე-პოლკოვნიკმა ფრანც იოზეფ ნოლტემ მიმართეს. მათ აღნიშნული სწავლებისა და საქართველოსა და გერმანიას შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და მონაწილეებს წარმატებები უსურვეს.

რადიაქტიული, ქიმიური და ბიოლოგიური (რქბ) დაცვის ასეულისთვის საბაზისო სწავლების მეორე ეტაპს 50-მდე სამხედრო მოსამსახურე 19 სექტემბრიდან 29 სექტემბრამდე გაივლის. საინჟინრო ბრიგადის ჯარისკაცები სხვადასხვა პირობებში დაბინძურებული ტერიტორიების დაზვერვას, მონიშვნას და მასშტაბის დადგენის პრინციპებს შეისწავლიან. წვრთნებში ქართველი სამხედროები 2016 წელს გერმანიის თავდაცვის სამინისტროს მიერ გადმოცემულ სპეციალურ სადეკონტამინაციო სატვირთო მანქანებს გამოიყენებენ.

დღესვე, გერმანელმა სტუმრებმა და საინჟინრო ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა ბრიგადის ტერიტორიაზე გამოფენილი სადეკონტამინაციო ტექნიკა და აღჭურვილობა დაათვალიერეს.

საქართველომ რადიაქტიულ, ქიმიურ და ბიოლოგიურ (რქბ) თავდაცვის სფეროში პარტნიორობა გერმანულ მხარესთან 2014 წელს დაიწყო.

ფრანც იოზეფ ნოლტე - საქართველოსა და გერმანიის შეიარაღებულ ძალებს ძალიან აქტიური და ნაყოფიერი ურიერთთანამშრომლობის ისტორია აქვს. დროთა განმავლობაში ეს ურთიერთობა უფრო იხვეწება და ვითარდება. ჩვენ ყოველწლიურად 30-ზე მეტი სხვადასხვა სახის ერთობლივი პროექტი გვაქვს და ერთ ერთი მათგანია სწორედ რადიაქტიული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ასეულის სწავლება. ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ ეს ნაყოფიერი ურთიერთობა საქართველოსთან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42