ომბუდსმენის ინფორმაციით, სასამართლომ N3 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი 800 ლარით დააჯარიმა
პოლიტიკა - 14:48, 19 Sep, 2017     918
საქართველოს სახალხო დამცველის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო, სასამართლომ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N3 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი სამართალდამრღვევად ცნო და 800 ლარით დააჯარიმა.

"2017 წლის 14 სექტემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N3 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი.

საქართველოს სახალხო დამცველმა 2017 წლის 29 მაისს, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წერილი გაეგზავნა პენიტენციური დეპარტამენტის N3 პენიტენციურ დაწესებულების დირექტორს მსჯავრდებულ მ.შ.-ის განცადებაში მითითებული საკითის შესწავლისათვის საჭირო ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით. კერძოდ,

მსჯავრდებული მიუთითებდა, რომ პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლებაზე დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს უარის გასაჩივრების მიზნით 2017 წლის 23 იანვრის საჩივრით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს. საჩივარი ჩაბარდა N3 პენიტენციურ დაწესებულების ადმინისტრაციას, თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლოს აღნიშნული საჩივარი არ მიუღია.

საკითხის შესწავლის მიზნით #3 პენიტენციური დაწესებულების დირექტორს ეთხოვა სახალხო დამცველის აპარატისათვის მოეწოდებინა ინფორმაცია ჩაბარდა თუ არა თბილისის საქალაქო სასამართლოს მსჯავრდებულ მ.შ. -ის 2017 წლის 23 იანვარის საჩივარი. ასევე, დადებითი/უარყოფითი პასუხის შემთხვევაში ეთხოვათ განემარტათ ასეთი გადაწყევტილების მიზეზები.

პენიტენციური დეპარტამენტის #3 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის 2017 წლის 8 ივნისის წერილის თანახმად, სახალხო დამცველის აპარატს პასუხად ეცნობა, რომ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, ნასამართლობასთან დაკავშირებული ინფორმაცია წარმოადგენს განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს და სახალხო დამცველის აპარატს ამ ინფორმაციის გასაცემად ეთხოვა მსჯავრდებულის თანხმობის წარდგენა #3 პენიტენციური დაწესებულების დირექტორისათვის.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 14 სექტემბრის დადგენილების თანახმად, სახალხო დამცველის აპარატის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია არ განეკუთვნება ნასამართლობასთან დაკავშირებულ მონაცემებს და შესაბამისად, პენიტენციური დეპარტამენტის #3 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი ვალდებული იყო სახალხო დამცველის აპარატისათვის მიეწოდებინა სათანადო ინფორმაცია.

,,საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, "ყველა სახელმწიფო ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, თანამდებობის თუ იურიდიული პირი ვალდებულია ყოველმხრივ დაეხმაროს საქართველოს სახალხო დამცველს, დაუყოვნებლივ წარუდგინოს მასალები, საბუთები და სხვა ინფორმაცია, რომელიც ესაჭიროება საქართველოს სახალხო დამცველს თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად." ამავე მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს, რომ "შემოწმების პროცესში ან საქართველოს სახალხო დამცველის მოთხოვნის საფუძველზე ის სახელმწიფო ორგანო, თანამდებობის ან იურიდიული პირი, რომლის მოქმედება ან გადაწყვეტილება მოწმდება, ან გასაჩივრებულია, ვალდებულია საქართველოს სახალხო დამცველს წარუდგინოს ახსნა-განმარტება გამოსაკვლევ საკითხზე."

"საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ" ორგანული კანონის მოთხოვნათა შეუსრულებლობისათვის N3 პენიტენციური დაწესებულების დირექტორს სახდელის სახით დაეკისრა ჯარიმა 800 ლარის ოდენობით”- აღნიშნულია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42