მე მაქვს ნულოვანი ქონებრივი დეკლარაცია, რაც იმას ნიშნავს, რომ დეკლარაციის შევსებისას ხაზებს ვავლებ ხოლმე, - თქვა დეპუტატმა ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის კომენტირებისას.
დეპუტატის განცხადებით, არ ფლობს ავტომობილს, არ აქვს არანაირი ანაბარი და დანაზოგი.
"შეიძლება, ზოგჯერ ხელფასიდან გადადებული ხუთი-ექვსი ათასი ლარი მქონდეს, რომელიც მალევე ქრება. არც სამეწარმეო საქმიანობა მაქვს და არც ქონება. წილი არანაირ კომერციულ სტრუქტურაში არ მაქვს. არ ვიცი, "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ანგარიში რას ეყრდნობა, თუ რაიმეს იპოვიან და ქონება გამიჩნდება, უარზე არ ვარ", - აღნიშნა ფოფხაძემ.
”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით დეპუტატი ფოფხაძე არადეკლარირებულ აქტივებს ფლობს.
მასალის გამოყენების პირობები






