ჩუღურეთის რაიონში ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნა
პოლიტიკა - 14:42, 19 Sep, 2017     1501
თბილისის მერი დავით ნარმანია, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელ თემურ თორდინავასთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან გიორგი ალიბეგაშვილთან ერთად, ჩუღურეთის რაიონში ახლად გახსნილ N69-ე საბავშვო ბაღში იმყოფებოდა, სადაც წელს აღსაზრდელთა პირველი ნაკადი მიიღეს.

დავით ნარმანიამ აღსაზრდელებსა და თანამშრომლებს სააღმზრდელო წლის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა. სწავლის დაწყება პატარებს ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ და პარლამენტისა და საკრებულოს დეპუტატებმა გია ვოლსკიმ და რიმა ბერაძემაც მიულოცეს.

როგორც დედაქალაქის მერმა განაცხადა, სწავლის დაწყების შემდეგ, ეს უკვე მეორე ბაღია,რომელიც გაიხსნა. დავით ნარმანიას თქმით, საბავშვო ბაღები ყოველდღიურ რეჟიმში იხსნება, რათა ყველა პატარამ შეძლოს სკოლამდელი აღზრდის მიღება.

„საბავშვო ბაღის პრობლემა ჩუღურეთის რაიონში დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა. ჩვენ გავაკეთეთ პროექტი, რის შემდეგაც ახალი, თანამედროვე, ენერგოეფექტური ბაღი აშენდა. აქ ყველანაირი პირობაა იმისთვის, რომ ჩვენი პატარები ღირსეულად აღიზარდონ“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.

ჩიტაიას ქუჩაზე მდებარე ახალ საბავშვო ბაღში შვიდი ჯგუფი ფუნქციონირებს და 250-მდე აღსაზრდელი ირიცხება. ახალი საბავშვო ბაღი თანამედროვე სტანდარტებს პასუხობს და სპეციალური საჭიროების მქონე პირთათვის ადაპტირებულია. ამ მიზნით, პანდუსის გარდა, შენობაში გათვალისწინებულია ლიფტიც. საბავშვო ბაღს აქვს კეთილმოწყობილი ეზო, სადაც განთავსებულია ატრაქციონები და სათამაშო მოედანი. რამდენიმე დღის წინ კი ბაღის ეზოში არსებულ კედელზე ქართველი მხატვრის, თამაზ გაბიძაშვილის ხელმძღვანელობით, მხატვართა ჯგუფმა ბავშვებისათვის საყვარელი პერსონაჟები მოხატა.

თბილისს წელს საბურთალოს, ჩუღურეთის, ნაძალადევისა და სამგორის რაიონებში ხუთი ახალი საბავშვო ბაღი შეემატა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42