ირაკლი კობახიძე ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის წევრებს შეხვდა
პოლიტიკა - 14:03, 19 Sep, 2017     968
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის წევრებს შეხვდა.

მხარეებმა ისაუბრეს აღმოსავლეთ პარტნიორობის მოახლოებული სამიტის შესახებ. ირაკლი კობახიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ოფიციალურ დოკუმენტებში კიდევ ერთხელ, მკაფიოდ დაფიქსირდეს ევროკავშირის ღია კარის პოლიტიკა.

ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის წევრების შეფასებით, ასოცირების დღის წესრიგის იმპლემენტაციაში საქართველოს აღსანიშნავი პროგრესი აქვს.

შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს საქართველოში საკონსტიტუციო რეფორმის მიმდინარეობა, კონსტიტუციური კანონის პროექტით გათვალისწინებული ძირითადი ცვლილებების არსი და პოლიტიკურ პროცესებში ქალთა ჩართულობა. ევროპარლამენტის წარმომადგენლები დაინტერესდნენ ვენეციის კომისიის რეკომენდაციების თაობაზე ქართული მხარის პოზიციით.

„ევროპარლამენტარები მიესალმებიან იმ პროგრესს, რომელიც საქართველოს აქვს და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში შეინიშნება. ამ მხრივ აღსანიშნავია წლევანდელი განსაკუთრებული მოვლენა ვიზალიბერალიზაციის სახით, ასევე, ევროკავშირთან ურთიერთობების კუთხით მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს ენერგეტიკულ სექტორში. დღევანდელი შეხვედრა, გარდა ამ საკითხებისა, შეეხო მიმდინარე რეფორმებს. ვისაუბრეთ საკონსტიტუციო რეფორმის პროცესზე და ასევე, ერთ-ერთი საკითხი, რომელიც ევროპარლამენტარებმა დააყენეს, ეს იყო ქალთა უფრო აქტიური მონაწილეობის აუცილებლობა პოლიტიკურ პროცესებში“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ თამარ ხულორდავამ.

„შეხვედრაზე განვიხილეთ ის პროგრესი, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობისა და ევროპარლამენტსა და საქართველოს პარლამენტს შორის ურთიერთობის გაღრმავების თვალსაზრისით იქნა მიღწეული. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით და ძალიან მჭიდროდ ვმუშაობთ საქართველოსთან ამჟამად მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ევროკავშირი-საქათველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თავმჯდომარემ საჯად კარიმმა.

შეხვედრას ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ნიკოლოზ სამხარაძე ესწრებოდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42