ლელა ჩიქოვანი იტალიის თავდაცვის ატაშეს შეხვდა
პოლიტიკა - 12:48, 19 Sep, 2017     1662

თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ საქართველოში იტალიის რესპუბლიკის თავდაცვის ახალ ატაშეს უმასპინძლა. ლელა ჩიქოვანმა კაპიტან ატილიო გატიას წარმატებები და საქართველოში ნაყოფიერი საქმიანობა უსურვა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და იტალიას შორის თავდაცვის სფეროში არსებული ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და ნატოსთან ურთიერთთავსებადობის გაუმჯობესების მნიშვნელობა აღნიშნეს. საუბარი შეეხო სამხედრო განათლების კუთხით თანამშრომლობის პრაქტიკულ ასპექტებსაც, კერძოდ, სამხედრო პოლიციის განვითარების პერსპექტივებს.

შეხვედრაზე საუბრის ერთ-ერთ თემას ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) იმპლემენტაცია წარმოადგენდა. თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ პაკეტით გათვალისწინებული ინიციატივების განხორციელების პროცესში საერთაშორისო მხარდაჭერა და პარტნიორი ქვეყნების ჩართულობა, ექსპერტების მონაწილეობის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა.

საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესზე საუბრისას, იტალიის თავდაცვის ატაშემ ჩვენი ქვეყნის ნატოში ინტეგრაციისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა.

კაპიტანმა ატილიო გატიამ თავდაცვის ატაშეს თანამდებობაზე საზღვაო კაპიტანი, დანიელე სივიკო შეცვალა. თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე იტალიის თავდაცვის ახალი ატაშე, ელჩთან, ანტონიო ენრიკო ბარტოლისთან და მოადგილესთან, ლეიტენანტ ნიკოლა ფერუჩისთან ერთად იმყოფებოდა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42