„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას თქმით, სწორედ „ქართუ ბანკია“ მიზეზი იმისა, რომ საქართველოს მოსახლეობა დღითიდღე ღარიბდება. აღნიშნული განცხადება მელიამ, ქართუ ბანკთან გამართულ საპროტესტო აქციაზე გააკეთა და პერმანენტული აქციები დაანონსა:
„ეს არის შენობა, რომელიც რეალურად გახლავთ სახელმწიფო კანცელარია „ქართული ოცნებისთვის“ ეს არაა არანაირი საბანკო დაწესებულება, ეს არის ბიძინა ივანიშვილის სალარო. ეს არის შენობა რომლის მიზეზითაც დღითიდღე ღარიბდება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა. დღევანდელი დღიდან აქაურობას არ ექნება სიმშვიდე და მოსვენება. ვინაიდან აქ უნდა გაიგონ, რომ ხალხის ჩაგვრას და უიმედო მდგომარეობაში ჩაგდებას ქართველი ხალხი არ აპატიებს. ქართუ ბანკი არის ბიძინა ივანიშვილის საკადრო სამჭედლო, საიდანაც აკომპლექტებს ე.წ მთავრობას და ამ შენობაში გროვდება ბიძინა ივანიშვილის მილიონები. “- განაცხადა ნიკა მელიამ.
მასალის გამოყენების პირობები






