საუბარია ბურჯანაძი განცხადებაზე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, სადაც იგი აცხადებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენს დასავლეთის ქვეყნები სააკაშვილს უკრაინაში არეულობის გამოსაწვევად იყენებენ. ბურჯანაძე ასევე მიიჩნევს, რომ ოდესის ყოფილ გუბერნატორს, შესაძლოა, რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების წინ დაძაბულობის შესაქმნელად გამოიყენებოდეს.
„ნინო ბურჯანაძე 100%-ით მართალია: სააკაშვილის და მისი ამჟამინდელი როლი - იყოს უკრაინელი მეამბოხე, ამერიკის სპეცსამსახურების პროექტია. მე მჯერა ბურჯანაძის რადგან ის კარგად იცნობს ადამიანს, ვისზეც საუბრობს. მისი ცხოვრებისეული გზა მუდმივი სახეცვლილებაა, ნიღბების მუდმივი შეცვლა, რაც მხოლოდ ერთი მიზეზით არის განპირობებული - მუდმივად იყოს ისტორიის ავანსცენაზე,"-აცხადებს კლინცევიჩი და მისივე თქმით, საკუთარი ამბიციების დასაკმაყოფილებლად სააკაშილი მზად არის ყველაფერზე წავიდეს და "ეშმაკს მიჰყიდოს სული". სწორედ აშშ-ის დახმარებით დაიწყო 2008 წელს ომი, რაც საქართველოს სირცხვილით დასრულდა.
არ არის გამორიცხული, რომ გარკვეულ სიტუაციებში აშშ სააკაშვილს პოროშენკოს შემცველად მოიაზრებდეს. სააკაშვილი მეტად კრეატიულია, უკრაინაში საკუთარი თავის დისკრედიტაცია ჯერ ბოლომდე არ მოუხდენია, რაც მთავარია, საკუთარ ქმედებებზეი ყოველგვარ მორალს უარყოფს“, - აცხადებ ფრანც კიცევიჩი.
მასალის გამოყენების პირობები






