"ნიუპოსტთან" შოთაძის უწყების წარმომადგენლები ადასტურებენ, რომ პატრიარქის სახლში მცხოვრები 2 პირი, შეიარაღებული ტერორისტული ორგანიზაციის წევრობისთვის დააკავეს.
"2014 წელს, თურქეთის მოქალაქეებმა, მ. ზ. - მ და ა. ნ. - მ, ოფიციალურად გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და ლეგალურად ცხოვრობდნენ ქვეყნის ტერიტორიაზე. ამასთან, საქართველოში ყოფნის პერიოდში აღნიშნული პირების, ან მათთან კავშირში მყოფი, საქართველოში მცხოვრები ადამიანების მხრიდან რაიმე სახის დანაშაულის ჩადენას ადგილი არ ჰქონია. ამდენად, გამოძიება შესაძლო დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით საქართველოს შესაბამისი ორგანოების მხრიდან არ დაწყებულა. თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების თხოვნის საფუძველზე, ვინაიდან მ. ზ. და ა. ნ. იძებნებოდნენ შეიარაღებული ტერორისტული ორგანიზაციის წევრობისთვის, საქართველოს შესაბამისმა უწყებებმა ისინი დააკავეს 2016 წელს და მოახდინეს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. საქართველოს კანონმდებლობით გათვალიწინებული პროცედურების განხორციელების შედეგად, ერთი პირი ექსტრადირებულ იქნა თურქეთის რესპუბლიკაში, ხოლო მეორე პირის მიმართ ამჟამადაც მიმდინარეობს საექსტრადიციო პროცედურები"- აცხადებენ პროკურატურაში.
მასალის გამოყენების პირობები






