გიორგი აბაშიშვილმა "მოითხოვე ქართულის“ მონაწილეები დააჯილდოვა
პოლიტიკა - 18:03, 18 Sep, 2017     836
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა ქართული პროდუქციის პირველი დაგროვებითი ბარათის "მოითხოვე ქართული" კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვა. გამარჯვებულთა დაჯილდოება თბილისის მედიათეკების გაერთიანებაში გაიმართა.

გიორგი აბაშიშვილმა გამარჯვებულებს პრეზიდენტის ხელმოწერით ქართული პროდუქციის ერთგული მომხმარებლის სერტიფიკატები და 40-ზე მეტი ქართული კომპანიის სპეციალური პრიზები გადასცა.

დაგროვებითი ბარათი "მოითხოვე ქართული" საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით მიმდინარე, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებული ამავე სახელწოდების კამპანიის ნაწილია, რომელზეც ქართული პროდუქციის შეძენისას მომხმარებელი ვირტუალურ ქულებს - „ქართულებს“ აგროვებს.

"დღეს დავაჯილდოვეთ ის ადამიანები, რომლებიც განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ ქართული პროდუქციის შესყიდვის თვალსაზრისით. პირველ ეტაპზე დამზადებული ბარათების რაოდენობა, რომლებზეც ხდებოდა „ქართულების“ დარიცხვა უკვე სამჯერაა გაზრდილი. ეს აჩვენებს მოთხოვნის რაოდენობას. ამ კამპანიით ხდება ასევე, ქართული პროდუქციის რეკლამირება არამხოლოდ საქართველოში, არამედ საქართველოს ფარგლებს გარეთაც”, - განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა.

მისი განცხადებით, ამავე კამპანიის ფარგლებში გაიმართა ქართული პროდუქციის გამოფენა პოლონეთის ქალაქ კრინიცაში, სადაც საქართველოს პრეზიდენტი 27-ე ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობდა და ქართულმა პროდუქციამ უდიდესი მოწონება დაიმსახურა.

პირველ ეტაპზე დამზადდა 20 000 ბარათი. ოქტომბრიდან ეს რიცხვი გასამმაგდება და კამპანიაში 60 000 მომხმარებელი ჩაერთვება. დაგროვებითი ბარათი ამ ეტაპზე ვრცელდება სამი სუპერმარკეტების ქსელში, ოქტომბრიდან დაგეგმილია ბარათის შეტანა წიგნის მაღაზიებში, აფთიაქში და პროფილურ მაღაზიებში.

კამპანია "მოითხოვე ქართულის" ფარგლებში, მომხმარებელთა წახალისების მიზნით, ბარათზე დაგროვებული "ქართულების" მიხედვით, ტარდება ყოველთვიური კონკურსი თვის ყველაზე მეტი "ქართულების" ტოპ-ათეულის გამოსავლენად. დღეს გამოვლინდა ასევე 5 გამარჯვებული ყრუ პირი, რომელთაც ბარათზე ყველაზე მეტი „ქართულები“ დააგროვეს. როგორც პროექტის ორგანიზატორებმა განაცხადეს, ყრუ პირებისათვის მომავალში ცალკე კონკურსიც გაიმართება.

პროექტის ორგანიზატორების განცხადებით, დაგროვებითი ბარათის გავრცელებიდან 4 კვირაში ქართული პროდუქციის წილი მთლიან შენაძენში 7 %-ით გაიზარდა. 10-ჯერ გაიზარდა „ქართულების" რაოდენობა დაგროვებით ბარათზე.

მთლიანად დაგროვებითი ბარათის ფარგლებში 5 თვეში გაყიდულია 600 000 ლარის ქართული პროდუქცია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42