სხდომაზე პარტნიორები განიხილავენ ასოცირების ხელშეკრულებისა და თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების განხორციელებას, საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ და საკონსტიტუციო რეფორმას, იმსჯელებენ მართლმსაჯულების სფეროში არსებულ მდგომარეობაზე, პარლამენტის მუშაობაში ღია მმართველობის პრინციპების დანერგვაზე და ასევე ქვეყნის ეკონომიკური განვითარების გეგმებზე. კომიტეტი ცალკე საკითხად განიხილავს მდგომარეობას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკას.
სხდომის დასასრულს, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტი მიიღებს განცხადებას და რეკომენდაციებს.
ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტი წელიწადში ორჯერ იკრიბება და მას ხელმძღვანელობენ თანათავმჯდომარეები, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა და ევროპარლამენტის წევრი, საჯად კარიმი (გაერთიანებული სამეფო/კონსერვატორები).
მასალის გამოყენების პირობები






