"სკოლა არის აპოლიტიკური ორგანიზაცია, ზოგადი განათლების შესახებ კანონში ეს არის ცალსახად დაფიქსირებული. მსგავსი პრეცედენტები რა თქმა უნდა არის გადაცდომა კანონიდან. მიმდინარეობს მოკვლევა, თავდაპირველად დისციპლინური კომიტეტი იმსჯელებს, შემდეგ ჩვენ ჩავერთვებით და რეაგირებაც აუცილებლად იქნება. აქ ბევრი ნიუნსია გასათვალისწინებელი, გამოსაკვლევი. ეს არ იქნება მხოლოდ ზედაპირული მოკვლევა. ჩვენ შევეცდებით, რომ ყველა მიმართულებით, ყველა ნიუანსი გავითვალისწინოთ. სამინისტრო უკვე ჩართულია ამ პროცესში, უბრალოდ, კანონით გათვალისწინებული პირველი ეტაპი არის დისციპლინური კომისიის მსჯელობა, შემდეგ რეაგირება სამინისტროს მხრიდან", - აცხადებს შამილიშვილი.
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ სხეფის საჯარო სკოლის მასწავლებელმა მარინა დარჩიძემ, სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ პირველ კლასელებთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. მოსწავლეებს ხელში "ქართული ოცნების" დროშები უჭირავთ. პედაგოგმა ფეისბუქის საკუთარი გვერდიდან აღნიშნული ფოტო უკვე წაშალა.
მასალის გამოყენების პირობები






