შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ სხეფის სკოლის პედაგოგი მარინა დარჩიძე აცხადებს, 15 სექტემბერს დაფიქსირებული ფაქტის გამო სკოლის დირექტორმა უსაყვედურა.
მასწავლებელი ირწმუნება, რომ “ქართული ოცნების“ დროშებით სკოლაში თავად მივიდნენ.
"ბავშვები 15 სექტემბერს „ქართული ოცნების“ დროშებით თავად მოვიდნენ. ფოტოს გადაღება მთხოვეს და მეც გადავიღე. ერთს არ ჰქონდა და ფოტოსთვის მანაც მოიტანა. დაუკვირვებლობით მოხდა, შეგნებულად არ გამიკეთებია. რა მოხდება და რა სანქციები გატარდება, ჯერ არაფერი ვიცი", - აცხადებს შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ სხეფის დაწყებითი განათლების პედაგოგი მარინა დარჩიძე.
პერაგოგი ადასტურებს, რომ საუბნო კომისიის წევრია.
"საუბნო კომისიაში შევარდნაძის და "ნაციონალების" დროსაც ვმუშაობდი. უნებლიე შეცდომა მომივიდა. დღეს ყველა ჩემზე და ჩვენს სკოლაზე ლაპარაკობს“-ამბობს პედაგოგი.
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ სხეფის საჯარო სკოლის მასწავლებელმა მარინა დარჩიძემ, სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ პირველ კლასელებთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. მოსწავლეებს ხელში "ქართული ოცნების" დროშები უჭირავთ. პედაგოგმა ფეისბუქის საკუთარი გვერდიდან აღნიშნული ფოტო უკვე წაშალა.
მასალის გამოყენების პირობები






