სადეპუტატო იმუნიტეტი შესაძლოა გაუქმდეს - ზეწოლა ოპოზიციაზე თუ პრივილეგიებზე უარის თქმა
პოლიტიკა - 14:38, 18 Sep, 2017     1627
საპარლამენტო უმრავლესობის წევრები სადეპუტატო იმუნიტეტის გაუქმების შესაძლებლობას განიხილავენ . პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის თქმით, დეპუტატს პრივილეგიები არ უნდა ქონდეს თუმცა უნდა ქონდეს დაცვა, რომ მასზე ზეწოლა არ მოხდეს პოლიტიკური მეთოდებით, ან ძალოვნების მხრიდან:

„დეპუტატს პრივილეგიები არ უნდა ქონდეს, დეპუტატს უნდა ქონდეს სამუშაო პირობები, იმისათვის რომ ემსახუროს ხალხს. რაც შეეხება იმუნიტეტს, საერთაშორისოდ მიღებული პრაქტიკაა, რომ დეპუტატს, მითუმეტეს თუ ის ოპოზიციაშია, უნდა ქონდეს დაცვა, რომ მასზე ზეწოლა არ მოხდეს პოლიტიკური მეთოდებით, ან ძალოვნების მხრიდან. არ ვიცი რამდენად შეიძლება გავყოთ, რომ იმუნიტეტი მხოლოდ ოპოზიციას ქონდეს და არა სახელისუფლებო გუნდს. გუნდში რა თქმა უნდა გვქონდა ამაზე მსჯელობა, მაგრამ რაღაც განსაკუთრებული დღის წესრიგი და ფორმატირებული არ ყოფილა.“- განაცხადა აკაკი ზოიძემ.

უმრავლესობის წევრის გია ვოლსკის თქმით დეპუტატი ჩვეულებრივი მოქალაქისგან განსხვავებული რაღაც პრივილეგიებით არ უნდა სარგებლობდეს:

„მემგონი მოვიდა საქართველოში ის დრო, როდესაც დეპუტატს არ ექნება იმუნიტეტი და არ ისარგებლებს, ჩვეულებრივი მოქალაქისგან განსხვავებული რაღაც პრივილეგიებით.“- განაცხადა გია ვოლსკიმ.

იმუნიტეტის მოხსნის შესაძლებლობას, პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯად მიიჩნევს საპარლამენტო ოპოზიცია.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის გიგა ბოკერიას თქმით, სადეპუტატო იმუნიტეტი ოპოზიციას პოლიტიკური დევნისგან იცავს, რომელიც საქართველოში ძალიან გახშირებულია:

„დეპუტატებს უნდა ქონდეთ იმდენი იმუნიტეტი, რომ ისინი პოლიტიკური დევნის მსხვერპლი ვერ გახდნენ, მაგრამ ამავე დროს კორუფციის შემთხვევაში უნდა იყოს შესაძლებელი ამ საქმეების გამოძიება, დღევნდელი ვითარება და რეგულაცია ამ ორივეს საშუალებას იძლევა. მთელი ეს ეს საუბარი, ივანიშვილის მთავრობის პირობებში, რომელიც კორუფციას კი არ ებრძვის, მის კულტივირებას ახდენს, შეიძლება იყოს მიმართული მხოლოდ პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ.“- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

„ევროპული საქართველოს“ კიდევ ერთი წევრი გიორგი ტუღუში ხაზს უსვამს იმას, რომ იმუნიტეტი არ წარმოადგენს აბსოლუტურ დაცვას და გარკვეულ შემთხვევებში მისი მოხსნა შესაძლებელია.

„იმუნიტეტი რა თქმა უნდა არ უნდა იქნას ბოროტად გამოყენებული, არსებობს იმუნიტეტის მოხსნის მექანიზმიც, ეს არ არის აბსოლუტური დაცვა, თუმცა არის გარკვეული ბარიერი, იმისკენ რომ პოლიტიკოს ქონდეს საშუალება შეინარჩუნოს დამოუკიდებლობა და ასევე არ იდევნებოდეს პოლიტიკურად“- განაცხადა გიორგი ტუღუშმა..

კანონმდებლების იმუნიტეტის საკითხს 2 დოკუმენტი არეგულირებს, პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ საქართველოს კანონი და პარლამენტის რეგლამენტი, დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ დეპუტატის დაპატიმება ან დაკავება შესაძლებელია , მხოლოდ პარლამენტის ნებართვით. დეპუტატის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიცემა კი მხოლოდ იუსტიციის მინისტრს შეუძლია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42