"ქართული ოცნება" პრეზიდენტისა და ოპოზიციის შენიშვნების მნიშვნელობის დაკნინებას ცდილობს“ - რურუა საკონსტიტუციო ცვლილებებზე
პოლიტიკა - 14:52, 18 Sep, 2017     980
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა რურუა საქართველოს კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებებსა და "ქართული ოცნების" მიერ დოკუმენტის მესამე მოსმენით მიღების გადაწყვეტილებას "ნიუპოსტთან" აფასებს.

როგორც რურუამ განაცხადა, მმართველი პოლიტიკური პარტიის მიერ ორი მოსმენით დამტკიცებული პროექტი ხელისუფლების უმტკივნეულოდ შეცვლის შესაძლებლობას არ იძლევა.

რაც შეეხება ოპოზიციისა და პრეზიდენტის მიერ ერთობლივად შემუშავებულ, ალტერნატიულ პროექტს, ენმ-ს წევრის თქმით, "ეს ვარიანტი თამაშის სამართლიან და დემოკრატიული წესების შემოღებას ითვალისწინებს".

"კონსტიტუცია არის ქვეყნის უმაღლესი კანონი, რომელიც ისეთ თამაშის წესებს აკანონებს, რომლის მიხედვითაც ის იქნება ხელისუფლებაში, ვინც ხალხს მოუნდება. დღეს კი, რასაც "ქართული ოცნება" გვთავაზობს, არის დოკუმენტი, რომლითაც ხალხს რომც უნდოდეს, ხელისუფლებას ვერ შეცვლის.

ჩვენ რასაც ვთავაზობთ, ეს არის ყველასთვის თანაბარი, სამართლიანი თამაშის წესები, სადაც ხალხის ნება არის უზენაესი. კონსტიტუცია არის თამაშის წესები და ის უნდა იყოს საყოველთაო, დემოკრატიული, რაც ნიშნავს იმას, რომ ხალხი თუ მოინდომებს ხელისუფლება, პარლამენტი, მთავრობა უმტკივნეულოდ უნდა შეცვალოს. სწორედ ეს არის ამოსავალი წერტილი. თუმცა "ქართული ოცნება" სათავისო დოკუმენტის გატანას აპირებს, რომ ხელისუფლებაში ყოფნა გაიხანგრძლივოს. ჩვენ კი ქვეყანას ვთავაზობთ კონსტიტუციას, რომელიც სჭირდება ხალხს"- აღნიშნა ნიკა რურუამ.

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა უმრავლესობის წარმომადგენლების მიერ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტთან კონსულტაციებისა და მოსალოდნელი ვეტოს შესახებ გაკეთებული განცხადებებიც შეაფასა და აღნიშნა, რომ "ქართული ოცნება" პრეზიდენტისა და ოპოზიციის შენიშვნების მნიშვნელობის დაკნინებას ცდილობს.

"ეს არის მათი პოლიტიკური განცხადება და ცხადია, რომ ისინი ცდილობენ, რომ ჩვენს პოზიციას მნიშვნელობა მაქსიმალურად დაუკარგონ. ყველანაირ ტყუილს კადრულობენ, იმისთვის რომ თვითონ გამოჩდნენ მართლები. სინამდვილეში პრეზიდენტი სწორად იქცევა და თუ ის კანონპროექტს ვეტოს დაადებს, ეს ტრაგედია იქნება, რადგან ვეტოდადებული კონსტიტუცია, კონსტიტუცია არ არის"- თქვა რურუამ.

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობაში ფიქრობენ, რომ პრეზიდენტი ცდილობს, მოიპოვოს ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერას და შემდეგ კი შენიშვნები ვეტოს სახით იქნება წარმოდგენილი.

ამასთან, როგორც ირკვევა, მმართველი გუნდი საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით მიღებას 26 სექტემბერს გეგმავს.

რაც შეეხება კონსტიტუციის ალტერნატიული პროექტს, რომელიც პრეზიდენტმა ოპოზიციასთან ერთად შეიმუშავა, ის მიმდინარე კვირას უნდა გამოქვეყნდდეს.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42