ცხოველთა დაავადება „თურქულის“ ეპიდემიოლოგიურ საკითხებზე თბილისში რეგიონული შეხვედრა მიმდინარეობს
პოლიტიკა - 14:36, 18 Sep, 2017     1019
ცხოველთა დაავადება „თურქულის“ საწინააღმდეგო ღონისძიებებსა და დაავადების მართვის საკითხებზე თბილისში წარმომადგენლობითი სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს. ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა (OIE) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მხარადჭერით, საქართველოს, დასავლეთ ევრაზიის რეგიონის 12 ქვეყნის წარმომადგენელი სტუმრობს. რეგიონულ ჭრილში განიხილება ქვეყნებს შორის თანამშრომლობის და დაავადება „თურქულის“ ეპიდემიოლოგიური და ლაბორატორიული კვლევის სრულყოფის საკითხები.

შეხვედრა სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნოდარ კერესელიძემ გახსნა. “არსებული ფორმატი იძლევა იმის საშუალებას, რომ რეგიონის წევრ ქვეყნებს შორის ჩამოყალიბდეს ერთიანი ხედვა და დაავადებასთან ბრძოლის ეფექტიანი მიდგომები. აგრეთვე, მნიშვნელოვანია, ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარება. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო ამ კუთხით ერთ-ერთი წარმატებული მაგალითია. საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი პოზიციები ცხოველური წარმოშობის პროდუქტების საექსპორტო პოტენციალის ზრდის კუთხით და ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობა ამის ერთ-ერთი წინაპირობაა,“ - განაცხადა ნოდარ კერესელიძემ.

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს გატარებულ პრევენციულ ღონისძიებებსა და შედეგებზე მიაწოდა ინფორმაცია. აღინიშნა, რომ საქართველოში დაავადება თურქულის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური ვაცინაცია ყოველწლიურად ტარდება. წელს მილიონ ნახევარზე მეტი ამთვისებელია ვაქცინირებული და საქართველოში დაავადების გავრცელების რისკი მინიმუმამდეა შემცირებული.

ცხოველთა დაავადება თურქული სწრაფად გავრცელებადი მწვავე ვირუსული დაავადებაა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42