"თითოეულ თქვენგანს ცალკე და ყველას ერთად უდიდეს მადლობას მოგახსენებთ" - ბეგლარ სიორიძე ოზურგეთის მოსახლეობას მიმართავს
პოლიტიკა - 14:11, 18 Sep, 2017     1031
პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“-ს ოზურგეთის მერობის კანდიდატის ბეგლარ სიორიძე, ოზურგეთის მოსახლეობას მიმართავს:

„ჩემო ოზურგეთელებო! მთელი გულწრფელობითა და გაასმაგებული პასუხისმგებლობით მოგმართავთ, უკვე მეორედ, ამჯერად გაერთიანებული მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი.

უპირველეს ყოვლისა, თითოეულ თქვენგანს ცალკე და ყველას ერთად უდიდეს მადლობას მოგახსენებთ იმ ნდობისთვის, რომელიც 2014 წელს გამომიცხადეთ და რითაც საშუალება მომეცით ჩემი მცირე წვლილი შემეტანა იმ ქალაქის განვითარებისთვის, რომელიც ასეთი ძვირფასია თითოეული ჩვენგანისთვის.

ვიცი, ოზურგეთი და ოზურგეთელები გაცილებით მეტს იმსახურებენ, ვიდრე მოხერხდა ამ სამ წელში თქვენთვის გაკეთებულიყო, მაგრამ მე, თქვენი დახმარებით და ხელისუფლების ხელშეწყობით, მცდელობა არ დამიკლია ჩემი წილი აგური დამედო ამ დიდ, საერთო საქმეში.

დიახ, ეს ყველაფერი, პირველ რიგში, თქვენი დამსახურებაა, რადგან მთავარი სტიმული და მამოძრავებელი ძალა ჩემთვის ნდობის ის მანდატი იყო, რომელიც თქვენ მომანიჭეთ.

კიდევ ერთხელ მაქვს თქვენი კეთილი ნების და მხარდაჭერის იმედი, ამჯერად უკვე მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით.

მომავალში ბევრად მეტი საინტერესო პროექტის განხორციელებას ვგეგმავთ, რომლებიც უშუალოდ აისახება თითოეული თქვენგანის კეთილდღეობაზე.

ბოლო სამი წლის მანძილზე, ჩემს თანაგუნდელებთან და ოზურგეთელებთან ერთად, ახალი ოზურგეთის შენება დავიწყეთ და მინდა ეს პროცესი ყველამ ერთად, ბოლომდე მივიყვანოთ. თუ თქვენ თანახმა იქნებით და გადაწყვეტთ კიდევ ერთხელ გამომიცხადოთ ყველაზე ფასეული რამ ადამიანისთვის - ნდობა.

ამ წლების განმავლობაში ერთმანეთი კარგად გავიცანით, დავმეგობრდით და იცით, რომ არ მჩვევია ტყუილი დაპირება და არასოდეს ვიკადრებ ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანას.

მხოლოდ ერთს გეტყვით: ნუ მიუდგებით სერიოზულად იმ ადამიანების ავანტიურას, რომლებმაც ცრუ ბრალდებებით დაიწყეს წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვა. ღირსეულ ადამიანს არასდროს შეჰფერის ცილისწამება და ტალახის სროლა. ჩვენ არაფერი გვაქვს საერთო მათთან!

პირიქით, მოგიწოდებთ ჩავატაროთ წინასაარჩევნო კამპანია ისე, როგორც ეს ღირსეულ ადამიანებს შეჰფერით და დავდგეთ ერთმანეთის გვერდით, რათა თქვენივე ჩართულობით გავაგრძელოთ ზრუნვა ჩვენს მუნიციპალიტეტზე, რომ ჩვენს შვილებთან ერთად ვიცხოვროთ განახლებულ, გალამაზებულ, გაძლიერებულ და კეთილმოწყობილ ოზურგეთში” - განაცხადა სიორიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42