ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მსოფლიოში უმსხვილესი საინვესტიციო გამოფენა გახსნა
პოლიტიკა - 12:20, 18 Sep, 2017     1131
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ, ჩინეთში, ქალაქ სიამენში, უმსხვილესი საერთაშორისო საინვესტიციო და სავაჭრო გამოფენის (China International Fair for Investment & Trade) გახსნის ღონისძიებაზე მედიის წარმომადგენლებს განუცხადა, რომ აღნიშნულ გამოფენაზე საქართველოს მოწვეული საპატიო ქვეყნის სტატუსი მიენიჭა და განსაკუთრებული საგამოფენო სივრცე გამოეყო.

„მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს გამოფენაში მონაწილეობით ვეცადეთ გადაგვედგა პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისთვის, რომ ქართული ეკონომიკა დაქართული ბიზნესი იყოს ინტეგრირებული ჩინურ კომპანიებთან, ჩინურ ეკონომიკასთან, რადგან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი პირდაპირ გვაძლევს საშუალებას, რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ ეს ბენეფიტები

ეს გამოფენა არის მსოფლიოში ყველაზე დიდი გამოფენა, რომელიც ეძღვნება ინვესტიციებს. ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ წელს მნიშვნელოვან თარიღებს აღვნიშნავთ ჩინეთთან მიმართებაში - ხელი მოვაწერეთ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას და მეორე: ამ ღონისძიებაზე ჩვენ ვართ წარმოდგენილი, როგორც მასპინძელი ქვეყანა და დღეს მოვაწერთ ხელს რამდენიმე მსხვილ კონტრაქტს მსხვილ ჩინურ კომპანიებთან“ - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

გიორგი გახარიას შეფასებით, ჩინეთთან ვაჭრობის დინამიკა იზრდება და ჩინეთი გადმოდის უკვე პირველ ადგილებზე ექსპორტის ნაწილში. „სწორედ ასეთი გამოფენები უწყობენ ხელს იმ პროცესს, რომ ჩვენმა მეწარმეებმა ძალიან მოკლე ვადაში დაამყარონ კონტაქტები და დაიწყონ სწრაფად თავიანთი პროდუქციის რეალიზება. დღეს სტენდზე, რომელიც სხვათაშორის ამ გამოფენაზე ყველაზე დიდი სტენდია, წარმოდგენილია 120 ქართული კომპანია სხვადასხვა სექტორებით - ესაა სოფლის მეურნეობა, მსუბუქი მრეწველობა, მაღალი ტექნოლოგიები და ა.შ. სხვათაშორის, აქ წარმოდგენილნი არიან ასევე სახელმწიფო ორგანიზაციები და დაწესებულებები, როგორიც არის GITA, საქართველოს რკინიგზა, ენერგეტიკის სამინისტრო და ვფიქრობ, რომ ვაჭრობის მონაცემები კიდევ უფრო გაიზრდება და ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები, განსაკუთრებით ისეთ მიმართულებებში, როგორიც არის სოფლის მეურნეობა, ტრანზიტი, მომსახურება, მსუბუქი მრეწველობა,სწრაფად განვიტარდება“ - აღნიშნა მინისტრმა.

უმსხვილესი საერთაშორისო საინვესტიციო და სავაჭრო გამოფენა (China International Fair for Investment & Trade) ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ხელისუფლების ინიციატივით, 18-21 სექტემბერს იმართება, სადაც საქართველოს მოწვეული საპატიო ქვეყნის სტატუსი აქვს მინიჭებული და მისთვის განსაკუთრებული საგამოფენო სივრცეა გამოყოფილი. გამოფენა მისასალმებელი სიტყვით გიორგი გახარიამ და ფუჯიანის პროვინციის ვიცე-გუბერნატორმა გახსნეს.

გამოფენის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ-ის „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, ასევე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ენერგეტიკის სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს თანაორგანიზებით, დაგეგმილია საქართველოს პოტენციალის წარმოჩენა სხვადასხვა ჭრილში, რაც უმთავრესად საქართველოს ბიზნესკლიმატის, საინვესტიციო და სავაჭრო შესაძლებლობების ფართო აუდიტორიისთვის გაცნობას გულისხმობს.

საქართველოსთვის გამოყოფილ საგამოფენო სივრცეში განთავსებული იქნება როგორც სამთავრობო პროგრამების განმახორციელებელი უწყებების, ასევე საინვესტიციო, ექსპორტიორი და ღვინის მწარმოებელი კომპანიების სტენდები, სადაც თითოეულ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ექნება გაესაუბროს ქართული კომპანიებისა თუ სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს და მიიღოს მისთვის საჭირო დეტალური ინფორმაცია. აღსანიშნავია, რომ გამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარები, რომლებიც თავიანთ საექსპორტო პროდუქციას ფართო საზოგადოებას გააცნობენ და საშუალება ექნებათ მჭიდრო ბიზნეს კავშირები დაამყარონ საერთაშორისო მსხვილ კომპანიებთან.

გამოფენაში 120 ქართული კომპანია მონაწილეობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42