"დაუშვებელია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესის პოლიტიზება"- რატიანი პრემიერსა და ჯეჯელავას მიმართავს
პოლიტიკა - 11:47, 18 Sep, 2017     1437
"ევროპული საქართველოს" წევრი სერგო რატიანი აჭარაში, პირველკლასელთა გავრცელებულ ფოტოებს ეხმაურება, სადაც მოსწავლეებს "ქართული ოცნების" დროშები უჭირავთ.

სერგო რატიანი პრემიერს და განათლების მინისტრს მიმართავს დაინტერესდგენენ აღნიშნული ფაქტით და დაიცვან სკოლები პოლიტიკური აქტივობებისგან.

"მინდა გამოვეხმაურო იმ აღმაშფოთებელ ფაქტს, რომელიც ახლახანს ქედის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სკოლაში დაფიქსირდა, რითაც უხეშად დაირღვა ზოგადი განათლების შესახებ კანონი. მხედველობაში მაქვს, პირველკლასელთა ფოტოები, სადაც მოსწავლეებს უჭირავთ ქართული ოცნების დროშები. შეგახსენებთ, რომ ჩვენს ქვეყანაში ერთმნიშვნელოვნადაა ხაზგასმული საგანმანათლებლო სისტემის ნეიტრალურობა და მკაცრად განსაზღვრულია ნორმად - რომ დაუშვებელია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესის პოლიტიზება.

(მუხლი 13. ნეიტრალურობა და არადისკრიმინაციულობა)

აღნიშნული ფაქტი ქართული ოცნების ჩვეული და არაერთგზის წარმატებით განხორციელებული პოლიტიკის გაგრძელებაა. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, მათ შორის, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, არაერთხელ დაფიქსირდა პოლიტიკურ სიტუაციებში არასრულწლოვანთა ჩართვა და, ასევე, სკოლების რესურსის გამოყენება წინასაარჩევნო აგიტაციის პროცესში. მიუხედავად ოპოზიციის კატეგორიული მოთხოვნისა, ფაქტი არასოდეს ყოფილა დასჯილი, მეტიც, ზოგიერთ შემთხვევაში, ინიციატორები წახალისებულიც კი იყვნენ, შეგახსენებთ გურიის გუბრნატორად გია სალუქვაძის დანიშვნას. ფაქტის კვლევის შემდეგ აუდიტის დასკვნა ადასტურდებდა მუნიციპალური სამსახურების უხეშ ჩარევას სასკოლო ცხოვრებაში, კერძოდ, მაღალი თანამდებობის პირები პირდაპირ ავალებდნენ სკოლის დირექტორებს მოსწავლეთა ორგანიზებულ ჩართვას პოლიტიკურ აქტივობებში, მიუხედავად ამისა, სასჯელი მხოლოდ სკოლის დირექტორებზე გავრცელდა. ასეთივე ფაქტს ადგილი ჰქონდა საქართველოს არაერთ მუნიციპალიტეტში, მაგალითისათვის დავასახელებ ზუგდიდისა და რუსთავის სკოლებს. სწორედ დაუსჯელობა მიანიშნებს იმაზე, რომ ასეთი ქმედებები უნებლიე გადაცდომებს ან პირად ინიციატივებს კი არ მიეკუთვნება, არამედ მმართველი პარტიის მიერ სისტემურად დაგეგმილი და წახალისებულია. აქვე, მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რამდენიმე დღის წინ, მმართველი პარტიის მიერ ზუგდიდის მერობის კანდიდატის წარდგენისას, სკოლებს პირდაპირ ჰქონდათ დავალებული ღონისძიებაზე მიეყვანათ 20 უფროსკლასელი, რაც, რა თქმა უნდა, შესრულდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, წარსულის გამოცდილებიდან გამომდინარე, დაისჯებოდნენ საგანმანათლებლო სფეროს მმართველები.

მივმართავ პრემიერსა და განათლების მინისტრს, დაინტერესდნენ აღნიშნული ფაქტებით, დაიცვან კანონის უზენაესობა და უზრუნველყონ სკოლების დისტანცირება პოლიტიკური აქტივობებისაგან. ნაცვლად არაფრისმომცემი ინიციატივების გაჟღერებისა, განათლების მინისტრი დროა დაკავდეს სფეროს პრობლემებით და უზრნველყოს სისტემის ჯანსაღი ფუნქციონირება. საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის, განურჩევლად მათი ასაკისა, პოლიტიკურ სიტუაციებში ნებისმიერი ფორმით გარევა - იქნება ეს პირდაპირი თუ არაპირდაპირი ჩართულობა, არის დანაშაული. სკოლა, როგორც აპოლიტიკური ორგანიზაცია, მსგავსი ქმედებებისგან უნდა იყოს შორს და ამაზე პასუხისმგემელი, ერთმნიშვნელოვნად, არიან სახელმწიფოს მმართველი რგოლების პირველი პირები"- განაცხადა რატიანმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42