მოსწავლეები და მასწავლებლები ,,ოცნების" ღონისძიებებზე - ენმ სკოლების პოლიტიზირებაზე საუბრობს
პოლიტიკა - 11:37, 18 Sep, 2017     1179
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განათლების მიმართეულების ხელმძღვანელ მარიამ გერსამიას განცხადებით, ხელისუფლება „ზოგადი განათლების შესახებ კანონს” არღვევს, რაც მასწავლებლებისა და მოსწავლეების პარტიულ ღონისძიებებზე დირექტორის მოთხოვნით ჩართვას გულისხმობს.

„საარჩევნო პერიოდში, რომელიც დარღვევების ფონზე მიმდინარეობს, „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკურ კამპანიებში განათლების სექტორში დასაქმებული პედაგოგები აქტიურად ჰყავს ჩართული. ასევე, სკოლების ადმინისტრაციულ რესუსრს იყენებს და მათ აქციებზე ხშირად ვხედავთ არასრულწლოვან მოსწავლეებს. ჩვენ პატივს ვცემთ ადამიანის უფლებას - თავისი სურვილით ჩაერთოს პოლიტიკურ აქტივობებში, თუმცა, პარტიულ აქციებზე მოქალაქეების იძულებით, არაინფორმირებულობით ან მოტყუებით მიყვანა დაუშვებლად მიგვაჩნია.

ამის ერთ-ერთი მაგალითია 16 სექტემბერს, ქ. ზუგდიდში გამართული „ქართული ოცნების“ პარტიული წინასაარჩევნო აქცია, სადაც სხვადასხვა რაიონიდან ჩამოყვანილ აქტივს მასწავლებლები და მოსწავლეებიც შეადგენდნენ. როგორც აქციაზე მყოფი სკოლის მოსწავლეები ამბობდნენ, აქციაზე სკოლის დირექტორისა და მასწავლებლების დავალებით, თხოვნით იმყოფებოდნენ და ბევრმა მათთაგანმა, არც კი იცოდა, რომ ქართული ოცნების მხარდამჭერ აქციაზე მიდიოდა (არსებობს ამის ვიდეო მტკიცებულებები).

ამით დაირღვა „ზოგადი განათლების შესახებ კანონი”, რომლის მიხედვითაც „დაუშვებელია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესის პოლიტიზება“. ამ ფაქტზე ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ უწყებათაშორის კომისიას, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საქართველოს სახალხო დამცველსა და სხვა უწყებებს მიმართა, რათა პრევენციული ღონისძიებები გატარდეს.“

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განახლებული გუნდი, ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მსგავსი ფაქტები სრულად აღმოფხვრილი იქნება”- განაცხადა გერსამიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42