თბილისის მერმა პეკინის N23-ში ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი გახსნა
პოლიტიკა - 11:14, 18 Sep, 2017     1374
თბილისს კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი შეემატა - დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ პეკინის N23-ში თანამედროვე სტანდარტების ახალი საბავშვო ბაღი თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ თემურ თორდინავასთან ერთად გახსნა და ბავშვებს ახალი სააღმზრდელო წლის დაწყება მიულოცა.

N74-ე საბავშვო ბაღი აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად და ადაპტირებულია სპეციალური საჭიროების მქონე პირთათვის. აღსაზრდელებისთვის აქ არის კეთილმოწყობილი, გამწვანებული შიდა ეზო სათამაშო მოედნითა და ატრაქციონებით.

დღეს თბილისის მერმა საბავშვო ბაღს საჩუქრად საბავშვო ლიტერატურა გადასცა.

„ჩვენ დღეს გავხსენით ახალი საბავშვო ბაღი პეკინის გამზირზე. აქ არის ყველა პირობა იმისთვის, რომ ჩვენი ბავშვები ღირსეულად აღიზარდონ. ამ ბაღში კიდევ მეტი ბავშვის მიღებას შევძლებთ მომავალში“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

საბურთალოს რაიონში, პეკინის 23-ში მდებარე ბაგა-ბაღი 15 წლის წინ დაიხურა, ტერიტორია გასხვისდა დეველოპერულ კომპანიაზე, რომელიც ბაღის ადგილას მრავალსართულიანი კომპლექსის აშენებას გეგმავდა. თბილისის მერიამ აღნიშნული ტერიტორია გასულ წელს ადგილმონაცვლეობის პრინციპით დაიბრუნა და ახალი ბაღის მშენებლობა დაიწყო.

ცხრა ჯგუფიან ბაღში დარეგისტრირებულ 350 აღსაზრდელს 70-კაციანი პერსონალი მოემსახურება.

2017 წლის შემოდგომაზე თბილისს ხუთი ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი შეემატა. ახალი ბაღები იხსნება ასევე ვაშლიჯვრის დასახლებაში, ნაძალადევში, ჩუღურეთში და თბილისთან შემოერთებულ სოფელ წინუბანში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42