აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო საავიაციო წამლობა გურიის რეგიონშიც იწყება
პოლიტიკა - 11:10, 18 Sep, 2017     1288

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო საავიაციო წამლობა გურიის რეგიონში მიმდინარეობს. ავიაციის გამოყენებით ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში 5 ათასამდე საყანე ფართობებისა და დიდი მასივების დამუშავება იგეგმება.

ავიაციის პარალელურად, ისევე, როგორც სამეგრელოსა და იმერეთში, გურიის რეგიონში მუშაობს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალური ტექნიკა, რომელიც დასავლეთ საქართველოშია მობილიზებული. თერმული ნისლის ტექნოლოგიით, სამანქანე და სატრაქტორე აგრეგატებით მავნებლის საწინააღმდეგოდ იწამლება ის ფართობები, სადაც ავიაციის გამოყენება შეუძლებელია.

გურიის რეგიონში მიმდინარე საავიაციო წამლობას სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი და გურიის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე დაესწრნენ.

როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა, ზურაბ ჩეკურაშვილმა აღნიშნა, მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები უცხოელი ექსპერტების ჩართულობით შემუშავებული გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს და გატარებული სამუშაოების შედეგად მავნებლის გეოგრაფია არ გაზრდილა და არსებულ საზღვრებში ლოკალიზება მოხერხდა. მავნებლის პოპულაციის შემცირების მიზნით ღონისძიებები კვლავ გაგრძელდება.

"გურიაში ავიაციის გამოყენებით იწამლება საყანე ფართობები და პარალელურად გაგრძელდება ის ღონისძიებები, რომლებიც მიმდინარეობს. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან და ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ მავნებლის პოპულაცია შევამციროთ. ასევე მოვუწოდებთ მოსახლეობას ჩართულობისკენ. აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების ფარგლებში, გურიაში 17 ათას ჰექტარზე მეტი ფართობია შეწამლული,“ - განაცხადა გუბერნატორმა, მერაბ ჭანუყვაძემ.

სურსათის საავიაციო შეწამვლითი სამუშაოები დადგენილი წესების სრული დაცვით ტარდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42