ჟურნალისტი ამივე პირის დაკითხვას მოითხოვს.
"ქრონიკა პლუსის" რედაქტორი საპატრიარქოს ადვოკატზეც საუბრობს და აცხადებს, რომ მუსტაფა ზორლუჯანს სწორედ ედიშერ ქარჩავა იცავდა.
"გლდანის ციხეში სასჯელს იხდიდა ტერორიზმში ეჭვმიტანილი კიდევ ერთი თურქეთის მოქალაქე მუსტაფა ზორლუჯანი და სასამართლო პროცესზე, რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეთ, მას იცავდა საპატრიარქოს ადვოკატი ედიშერ ქარჩავა. მან სასამართლო პროცესზე მიიტანა საპატრიარქოს, უფრო ზუსტად პატრიარქის მიერ ხელმოწერილი რეკომენდაცია, რომ პატრიარქი ითხოვდა ამ პირისათვის აღკვეთის ღონისძიების. საპატრიარქო თავის იმიჯს და სახელოს ვერასოდეს შეინარჩუნებს, საქართველოს ხელისუფლებამ მაინც, რომ სახე შეინარჩუნოს და დისტანცირდეს ამ პროცესისგან, რასაც ქვია ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირების დამალვა, აუცილებლად უნდა მოხდეს გამოძიება,“ - აცხადებს ელისო კილაძე.
მასალის გამოყენების პირობები






