საუბარია საზღვრის უკანონოდ კვეთის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე, რომელიც დამტკიცების შემთხვევაში, სანქციის სახით ჯარიმას ითვალისწინებს.
გავრცელებული ინფორმაციით, მოსამართლეთა ნაწილს ოლქის სასამართლოში ვადა ამოეწურა, ნაწილი კი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ ასრულებს უფლებამოსილებას. ჯერ-ჯერობით უცნობია, რა შემადგენლობით განიხილავს სასამართლო "ახალი ძალების მოძრაობის" ლიდერის საქმეს.
"ჯერჯერობით უცნობია, შედგება თუ არა ეს პროცესი, რადგან სასამართლოში ერთი მოსამართლეა და მას ამ საქმის განხილვა არ სურს. იგივე ხდება, რაც პროკურატურის შემთხვევაში, როდესაც პროკურორმა თითქმის ორი საათით დააგვიანა დავით საყვარელიძის სასამართლო სხდომაზე," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, პაველ ბოგომაზოვმა.
ამის პარალელურად უკრაინის გენერალური პროკურორი იური ლუცენკო აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს საზღვრის გადაკვეთის საქმესთან დაკავშირებით უკრაინაში არც დააპატიმრებენ და არც მისი ექსტრადირება მოხდება.
მასალის გამოყენების პირობები






