,,ცხოვრების კრახი "გადაღლაა"... - ნობელიანტი ,,წოდორეთის მარანში“
სოც.მედია - 00:35, 18 Sep, 2017     2453
სვეტლანა ალექსეივიჩი უკვე მესამედ ესტუმრა თბილისს. ამჯერად უკვე ნობელიანტს ,,წოდორეთის მარანმა“ უმსაპინძლა. ჟურნაილსტმა ესმა კუნჭულიამ არა მხოლოდ უმასპინძლა, არამედ საავტორო მენიუც გააცნო.

,,ნიუპოსტმა“ ესმა კუნჭულიას იმ მენიუს ჩამონათვალი სთხოვა, რომლითაც ,,წოდორეთის მარანში“ სვეტლანა ალექსიევიჩს უმასპინძლეს.

„მე გადავწყვიტე სუფრაზე ერთიანი საქართველო გამეცოცხლებინა. ყველა კუთხე, ყველა არომატი და გემო. განსაკუთრებით მოეწონა - დეკეული საფერავში აფხაზური აჯიკით შეკმაზული გარნირი და სამაჩაბლოს მახლობლად ტყეებში დაკრეფილი შემწვარი შინდი... ჩემი სუფრა მთლიანი საქართველოს სიმბოლოა. მე მჯერა, რომ ეს სუფრა პოლიტიკურ რუკაზეც აღდგება“.


ბელორუსი მწერლის სტუმრობის შესახებ ფეისბუქის გვერდზე ესმა კუნჭულია წერს:

,,ის მესამედ არის თბილისში.... ჯერ კომუნისტების დროს ყოფილა... შემდეგ 90-იანებში... ახლა, დღეს, გუშინ, ხვალ... უკვე ნობელიანტი!!!! უკვე ძალიან ცნობილი...

ომს მართლაც არ აქვს ქალის სახე, არც თამადას:)))) ქართული სუფრის ტრადიციებზე და არომატების სიუხვეზე ბევრი ვისაუბრეთ... (ბელორუსიაში მსგავსი გემოების სიუხვე არ გვაქვსო... ქართულზე მე მკითხა და ვუპასუხე... ეს ხომ ის სუფრაა, სადაც აზია და ევროპა ესალმებიან ერთმანეთსსთქო და ერთად გავიარეთ - ეს მისტიკა)...

კიდევ რაზე ვისაუბრეთ? რა გვქონდა მენიუ? რატომ ფიქრობს სვეტლანა ალექსეივიჩი, რომ ცხოვრების კრახი "გადაღლაა"? (სადღეგრძელოში ბევრჯერ თქვა - არგადაღლას გისურვებთო:))) და სხვა დეტალებს მალე აუცილებლად გიამბობთ....

და რაც მთავარია - მასზე (ლიტერატურის კრიტიკოსებისგან) წამიკითხავს, რომ ის მეხსიერების კოლექციონერია... მე როგორც გემოს, სუნისა და მეხსიერების მაძიებელს მქონდა მასთან ეს შეკითხვები და პასუხებიც მივიღე... ეს კი, ჩემი მენიუს თანხლებით ხდებოდა... აღმოვაჩინე გენიალური ფრაზა... მის მოხუც მამას უთქვამს - ისე დავბერდი პურის სუნსაც ვეღარ ვგრძნობო... მის ლიტერატურულ აგენტს - გალიას კი სჯერა, რომ სუნის დახატვაც შეიძლება და ამ ყველაფერს ვიხილავთ მომავალში...

ჩავიწერო? ვკითხე, მაძლევთ ნებას?

და რაა თქმა უნდა კიო....

მოკლედ, რაც ჩავიწერე - ყველაფერს გაგიზიარებთ...“

,,წოდორეთის მარანში“ სვეტლანა ალექსიევიჩს თან ახლდა მწერალი ირაკლი ბერიძე, რომელიც მწერლის ემოციებს გვიყვება - ,, ესმას ოჯახში რაც ვნახეთ, მოვისმინეთ, განვიცადეთ და დავაგემოვნეთ... ზღაპარში გვეგონა თავიო!“ - ეს ნობელიანტის შთაბეჭდილებებია.

,,მესამე დღეა სვეტლანა ალექსიევიჩი და გალინა დურსტჰოფი (ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული ლიტერატურული აგენტი) ვერ გავაჩერე და, ალბათ, ცხოვრების ბოლომდე ვერც გაჩერდებიან - ეს სად აღმოვჩნდითო?! ქართველების სტუმართმოყვარეობის და "ცხოვრების სიხარულის, სილაღის, ხალისის" (ალექსიევიჩის ციტატა) ამბავი როგორ არ ვიცითო, მაგრამ წოდორეთში, ესმას ოჯახში რაც ვნახეთ, მოვისმინეთ, განვიცადეთ და დავაგემოვნეთ... ზღაპარში გვეგონა თავიო! სილაღე, ალბათ, აქ ბუდობს და შემდეგ იფანტება მთელ საქართველოშიო. აქ არომატსაც ფიზიკურად განსხეულებულს ხედავ და გემოც წინწყაროსეული ჰანგებით ჩაგესმის ყურში. ესმას კულინარიულ გენიაზე და ირაკლის მიერ საკუთარი შვილივით გაზრდილ ამბროზიისებრ ღვინოზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია! ასე რომ, ვინმეს თუ გსურთ, უცხოელი და არა მარტო უცხოელი (თუნდაც, უცხოპლანეტელი იყოს) დაამუნჯოთ და გააოგნოთ ცხოვრების ბოლომდე, აუცილებლად ეწვიეთ "წოდორეთის მარანს"!“ - წერს ირაკლი ბერიძე.

,,ნიუპოსტი“ უახლოეს პერიოდში შემოგთავაზებთ ექსკლუზიურ ინტერვიუს სვეტლანა ალექსიევიჩთან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42