გიორგი გახარია სიემენში ფუჯიანის პროვინციის გუბერნატორს შეხვდა
პოლიტიკა - 18:34, 17 Sep, 2017     1082
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ჩინეთში ვიზიტით იმყოფება, სადაც პირველი შეხვედრა ფუჯიანის პროვინციის გუბერნატორთან ვი ვეიგოსთან გამართა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო 18 უმსხვილეს საერთაშორისო, სავაჭრო და საინვესტიციო გამოფენას, რომელიც სიემენში 18-21 სექტემბერს გაიმართება. შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ 2017 წელი საქართველო-ჩინეთის ურთიერთობებისთვის უმნიშვნელოვანესი წელი იყო, ხელი მოეწერა შეთანხმებას ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ.

,,2017 წელი საქართველო-ჩინეთის ურთიერთობისთვის უმნიშვნელოვანესი წელია. ჩვენ ხელი მოვაწერეთ ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმს. დღეს აქ ვართ, როგორც მიმღები ქვეყანა მსოფლიოში ყველაზე დიდ საინვესტიციო გამოფენაზე. 2017 წლის ნოემბერში საქართველოში კვლავ ჩატარდება აბრეშუმის გზის ფორუმი, რომელიც ასევე უმნიშვნელოვანესია. გუბერნატორთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ ასევერ ფორუმის მიზნებზე, რომელიც რამდენიმე თვის წინ პეკინში ჩატარებული ფორუმის ლოგიკური გაგრძელება იქნება. ძირითადად ყურადღება კონცენტრირებული იყო იმ ეკონომიკურ წინსვლაზე, რომელსაც ჩვენმა ქვეყნებმა ამ ინფრასტრუქტურის შექმნის შედეგად შეიძლება მიაღწიონ. პირველ რიგში, ეს არის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი, ეს არის ნოემბრის ფორუმი, რომელიც თბილისში ჩატარდება, და რა თქმა უნდა, ის საინვესტიციო ფორუმი, რომელზეც ხვალ წარმოდგენილი იქნება დაახლოებით 120 კომპანიის წარმომადგენელი საქართველოდან,-‘’განაცხადა გიორგი გახარიამ.

გამოფენის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ-ის „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, ასევე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ენერგეტიკის სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს თანაორგანიზებით, დაგეგმილია საქართველოს პოტენციალის წარმოჩენა სხვადასხვა ჭრილში, რაც უმთავრესად საქართველოს ბიზნესკლიმატის, საინვესტიციო და სავაჭრო შესაძლებლობების ფართო აუდიტორიისთვის გაცნობას გულისხმობს.

გამოფენის ფარგლებში ასევე გაიმართება მაღალი დონის სამთავრობო შეხვედრები, ორმხრივი სესიები კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის და სხვადასხვა ღონისძიებები, რაც საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას შეუწყობს ხელს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42