რას ითხოვენ ოზურგეთელები, როგორია მათთვის განვითარებული სოფელი? არის თუ არა ადგილზე სასურველი გარემო ახალგაზრდებისთვის და რას ასახელებენ პრიორიტეტულ პრობლემად?-ამ კითხვებზე გამოკითხულთა შესაფებები ასეთია:
_ ჩვენთან ბოხვაურში, ძალიან კარგადაა ყველაფერი. გაკეთდა გზები, გაკეთდა ხიდები. ახალგაზრდებისთვის, უმუშევრობა ყოველთვის არის. უმუშევრობის პრობლემაა და უნდა შეიქმნას სამუშაო ადგილები, რომ დასაქმდეს აქ ხალხი და ჰქონდეს იმის პირობები, რომ ოჯახს პატარა შეეხიდოს და თავის თავს და ცოლ-შვილს მიხედოს.
_ ყველაფერი პრობლემაა ოზურგეთელებისთვის. ბევრი რაღაცა გაკეთდება, დაველოდოთ უნდა ამ მომენტებს. სოფელში, მაგალითად მე ლიხაურში ვარ და ჯერჯერობით ცოტა გზაა შესაკეთებელი, თორე ისე წყალი გვაქვს, გაზი გვაქვს. განვითარებული სოფელი როგორი უნდა იყოს და სპორტდარბაზები უნდა იყოს. რაღაცა გასართობი პარკები უნდა იყოს, რომ სოფლის ბავშვებმაც მიიღონ სიამოვნება, როგორც ქალაქის ბავშვები. ვინც სწავლობს და მოდის სოფელში, ის პოულობს სამსახურს, ყველა კარგად გრძნობს თავს. ახლა ბევრი მუშაობს ლიხაურში. ახალგაზრდები დასაქმებულია. მშენებლობები მიმდინარეობს. აგერ შეკვეთილში, ოზურგეთშიც არის და ვინც მოინდომებს, ყველა აკეთებს რაღაცას. თუ არ მოინდომე და იზარმაცე, არაფერი გამოვა. სოფელში ახალგაზრდებისთვის გასართობად უნდა იყოს, მეტი სპორტდარბაზები, ბაღები, მოწყობილი გასართობი პარკები პატარა ბავშვებისთვის. აი, ეს აკლია ახლა ჩვენ სოფელს - ნანა ქარჩავა.( მუსიკალური სკოლის პედაგოგი).
_ ჩემი აზრით, ვისაც მუშაობა არ უნდა, ყველა გარბის ოზურგეთიდან. ვისაც მუშაობა უნდა, ყველა იცდის. აი, ეგერ იმ ადამიანს, 7 ტონა კარტოფილი აქვს მოყვანილი, დაჯდეს მოიყვანოს და არ ექნება პრობლემა. აგერ, იმ ადამიანს 1000 ძირი პამიდორი აქვს მოყვანილი. ხომ შეიძლება მოიყვანოს მანაც? აგერ მწვანილია 200-300.მე ასე მგონია, თუ იმუშავებ, არსად არ წახვალ და შემოსავალიც გექნება. ახალგაზრდებისთვის ყველანაირი პირობებია შექმნილი. ინტერნეტიც არის, ტელევიზიაც არის, გაზი არის, თბილი წყალია, ცივი წყალია, როგორც ქალაქში, ისეა ჩვეულებრივად, ჩვენთან სოფელში. მე ვერაფერ პრობლემას ვერ ვგრძნობ. აკეთებენ და გაკეთდება, ალბათ, კიდევ ბეvვი რამ - მარინა.
_ დღეს ყველაფერი საჭიროა. წყალი ჩვენ არ გვაქ, გაზი ჩვენ არ გვაქ. ყველაფერი პრობლემა არის-ნასაკირალში. ვერაფერს ვერ ვატყობ განვითარების. ახალგაზრდები გარბიან რათქმაუნდა სოფლიდან, სამუშაოდ თურქეთში. იყოს უნდა შემოსავალი სოფელში, ერთი თხილი გვქონდა და მაგიც 3 ლარზეა ჩამოსული, იგიც უმაღლესი გული Tu აქვს და 20 კეკალში 10 ცალი თუ ამოვიდა კაი, იმაში იხდიან 3 ლარს. სოფელში ახალგაზრდებისთვის გასართობი არაფერი არ არის აბსოლუტურად. ყველაფერი სჭიდება სოფელს - ბერიძე მედეა.
_ ქალაქის და სოფლის განვითარებისთვის საჭიროა, ხელის შეწყობა და დახმარება. უპრობლემო რაა ოზურგეთში? არაფერი აღარაა უკვე. ყველაფერი პრობლემა შეიქმნა და იგივე პრობლემაა სოფლებშიც. კარგი იქნება, სოფლებში, ახალგაზრდებს და ბავშვებს, გასართობი პარკი რომ გაუკეთონ. რომ ჩამოჯდენ ბავშვები. გაუკეთონ სკვერები. აი, სოფელ შემოქმედში მაგალითად, კარგად არის გაკეთებული. კარგად არის მოწყობილი ბავშვებისთვის. საღამოს ბავშვები დადიან, დაყვებიან მშობლები და ათამაშებენ ბავშვებს და ერთობიან. მარა, აი, არის შემოქმედში მარტო, სხვაგან არაა, არცერთ სოფლებში - ბურჭულაძე გიგლა.
_ ქალაქის განვითარებისთვის საჭირო არის- სამუშაო ადგილები, რომ ბაღნები გაჩერედენ აქ და თურქეთის მოჯამაგირე არ იყოს, ჩვენი ახალგაზრდები. მთელმა ახალგაზრდებმა, იმუშაონ ჩვენ რაიონში და საშუალება ჰქონდენ, რომ პაპიროსის ფული ჰქონდეს ახალგაზრდას და მოხუცს პენსია, რომ წამლის ფული eყოს. სოფელში ახალგაზრდებს აღიზიანებს უმუშევრობის პრობლემა. დგება და მიდის თურქეთში. უწინ იყო ვინმე თურქეთის მოჯამაგირე, ჩვენი ხალხი? მე 74 წლის ქალი ვარ და არ მახსოვს ჩვენი ქალები წასულიყონ თურქეთში ეჯამაგირან და ახალგაზრდა ბიჭებს თურქეთში ჩაი ეკრიფათ. “დაჟე” აქანე არ კრეფდენ ჩაის ახალგაზრდები, საშუალება გვქონდა და იმიტომ. სამუშაო ადგილები გვინდა ყველას. მოხუცსაც და ახალგაზრდასაც. ე, მაშინ იქნება ჩვენი მთავრობა კაი. მე ბებია, მთელი დღე აქანე დამჯდარს ლარი არ მივაჭრია. რა წევიღო ამაღამ ბადიშებთან, რა ვაჭამო? დღეს, მიხარია 12-ია რიცხვი, ხვალ პენსია ჩამერიცხება- ნორა მუკმანიანი.
_ დედი, სოფლის განვითარებისთვის, აღარ ვიცი რა არის საჭირო, მთავარია ბუნება. ხალხის რა ბრალია. ხომ ხედავ, ბუნება, მეტი არაფერი. ძალით არ შობა...არ შობა. გადავყევი ზედ და ბოსტანში არაფერია. ბუნება დედა, ბუნება არ შობა, ყველაფერი შეიცვალა. ხალხიც და ბუნებაც. სოფელს კი პატრონი აკლია.
_მშვიდობაა, საჭმელია, სასმელია. ყველაფერია. რა ვიცი დედა, ყველას უჭირს და ყველა გაჭირვებულია, იმფერი დრო და იმფერი ხანაა. სოფელია, ქალაქია ყველგან გაჭირვებაა. სოფელში ახალგაზრდებს აღიზიანებთ ის, რომ საშუალება არა აქვთ. მე კაი ხანია წამოსული ვარ სოფლიდან, მაგრამ სოფელი ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ არ წევიდეს სოფლიდან მოსახლეობა.
_ყველაზე დიდი პრობლემა შვილო, უმუშევრობაა. დღესდღეობით არის ის, რომ ახალგაზრდები გვიზიან სახლში და მე ვმუშაობ. ჩვენ კი აქ რას ვმუშაობთ? ხალხში ფული არაა, რომ იყიდონ რამე. სოფელში მოსახლეობას აღიზიანებთ ის, რომ მოსავალი არაა, თხილი არაა. შეჭამა აი თხილი რაცხაა იმ ეშმაკის პირმა.
_ გაიხსნას უნდა ჩაის ფაბრიკა. გასართობზე ვინღა ფიქრობს შვილო? საჭმელი იქნეს და ნორმალური ცხოვრება და გასართობს ქე დევეთხოვით ყველანაირად. მთავარი მაია, რომ უმუშევრობაა. ტყვილა დუუსაქმებლები რომ არიენ არაფერი იეშმაკონ, ან არ მოიპარონ, ან რაცხა არ მოწიონ. რაღაცით დატვირთული რომ იქნება და დასაქმებული, კი არ იზამს ამას. აგია ყველაზე მეტი მთავრი პრობლემა. მეცოდება ახალგაზრდები, რომ არაფრის საშუალება არ აქვთ. მე 61 წლის ქალი ვარ და რაღაცას მართლა მევესწარი ცხოვრებაში, აგენი, ვერაფერს ვერ აკეთებენ, გარდა იმისა, რომ ამ ტელეფონს აწკაპუნებენ და მორჩა. მეტი ამის იქით, თუ არსებობს ცხოვრება, არ იციან ახლანდელებმა - ფხაკაძე ლამარა.
_ყველა პრობლემასთან ერთად, აი ბობლები, რომ შემოესია ოზურგეთს, აი დაემატა კიდო. მთავრობის ბრალი კი არაა მარა, პაწა ყურადღება, მეტი უნდა მიაქციონ, რომ მოსპონ აი ბობლები, თვარა სახლებშიც შევიდა. ფანჯრებზე, კარებზე ყველგანაა. გააფუჭა ყველაფერი. თხილი არ ვარგა, ხილი არ ვარგა, მოსავალი არაა, ხალხში ფული არაა, უმუშევრობაა და მეტი გასაჭირი, რა გინდა ოზურგეთს ჰქონდეს? სოფლიდან რომ ახალგაზრდები არ წავიდნენ, უნდა დაასაქმონ მაშინ.. გაკეთდეს ქარხნები,. ახალგაზრდობა და მთელი ჩვენი ხალხი, თურქეთშია ეგერ ჩაყრილი და ლუკმა პურს ეძებენ. გასართობზე ვინღა ფიქრობს. გასართობი კი არა, კუჭი ამეიძღონ ერთი. აგერ, ამ ქალის შვილიშვილები, ორი ბიჭი, გადასარევი ბაღნებია, ლამაზი სუფთა, აკურატნი, პატიოსანი, მორფინისტი არაა, ქურდი არაა და სამსახური არაა. კინოში, თეატრში წასვლა უნდა, მარა საშუალება არა აქ და რა ქნას? ისეა ჩემი შვილიც - სალუქვაძე მზია.
_სოფლის განვითარებისთვის ყველაფერი კია საჭირო, მარა ჩვენთვის მაინც არავინ არ იქნება, რაც არ უნდა ვილაპარაკო. ჩვენთვის, გლეხი ხალხისთვის, არაფერი არ არის შვილო საშველი. სოფლის ახალგაზრდები, შეიძლება დაასაქმონ და გაქცეულები რომ არიან სოფლიდან, დაბრუნდებიან და აღარ გაიქცევიან. დაცლილია სოფელი. ახალგაზრდები მუშაობენ თურქეთში. გართობის დრო ვიღას აქვს დედა? დღეს, ლუკმას თუ ჩეიდობ პირში თუ არა...
_პრობლემის მეტი რაია დეიდა?! ყველაფერი პრობლემაა და ყველაზე დიდი პრობლემა იგია, რომ პატრონი არ გვყავს. არც გვყავდა და არც ახლა გვყავს. სოფელში გზა არაა, კვალი არაა, წყალი არაა, სინათლე არაა. რავარც ერთი წვიმა წამოვა, გამქრალია ხელათ. ჩვენს სოფელში ბახვში ასეა და სხვაგან არ ვიცი. ახლა ვინ დააკავებს სოფელში ახალგაზრდას? არაფერი არაა აბსოლუტურად. სამუშაო არაა, რომ თავი გეიტანოს ახალგაზრდამ და მისი სიგარეტის ფული ჰქონდეს. თამაში და ცეკვა აღარ უნდა უკვე არავის. ერთი რაღაც, ერთი მაინც გაეკეთებიათ. ბახვში 3 ჩაის ფაბრიკა იყო. ახალგაზრდაც მუშაობდა იქინე და ბერიგაზრდაც. დასაქმებული იყო, პურის ფული ქონდა. დღეს? ბაზარში ვზივარ, რომ პურის ფული წავიღო სახლში.
თეა იოსელიანი-გურია
მასალის გამოყენების პირობები






